რა გაგახსენდებათ, როდესაც იტალიას ახსენებენ?
პირველ რიგში რომი, ვენეცია, ფლორენცია, მილანი, (და ბევრი სხვა ქალაქი) - თავიანთი შეუდარებელი არქიტექტურით, განუმეორებელი მხატვრობა - და ვინჩით, რაფაელით, მიქელანჯელოთი, მუსიკით – აქ ვერდის ხსენებაც საკმარისია, იტალიური სამზარეულო - პიცით, მაკარონით და მოცარელათი, მაფიოზები, ფერარი, იტალიური ეზოები და კიდევ ასეთი ათასი რამ...

რას ვაკეთებთ, როცა ჩავდივართ რომში?
რომში ჩასულმა უპირველესად უნდა მოინახულოთ რომის ერთ-ერთი სიმბოლო კოლიზეუმი, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის 80 წელს აიგო და გლადიატორთა შერკინების საყურებლად მისულ 50 000 ადამიანზე მეტს იტევდა. კოლიზეუმუს შემდეგ სანახავი მართლაც ბევრია. მაგალითად პანთეონის ტაძარი



ასევე აუცილებელია მოინახულოთ ფორუმი, კარაკალას აბანოები, წმ. პავლეს ტაძარი, კაპიტოლიუმის მუზეუმი, გალერეა ბირგეზე და ცესტიუსის პირამიდა... გაისეირნეთ კამპო დეი ფორზე, მოინახულეთ პიაცა, რომლებიც ტურისტების საყვარელი ადგილია და ღია ბარში ექსპრესოთი განებივრდით...

რომიდან წამოსვლამდე კი არ დაგავიწყდეთ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსაც ესტუმროთ და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები შეაფასოთ.




შოპინგისთვის კი, ვია დე კონდოტის ქუჩაზე ყველაზე ცნობილი დიზაინერების ბუტიკებშუ შეიარეთ და თუ სურვილები გექნებათ გარდერობიც განაახლეთ. ბოლოს, როცა დარწმუნდებით რომ რომის ყველა ღირშესანიშნაობა მოინახულეთ, ფონტანა ტრევის ეწვიეთ.



ლეგენდის თანახმად, თუ ტურისტი ამ შადრევანში რკინის ფულს ჩააგდებს, იგი აუცილებლად დაბრუნდება რომში.



ამ საოცარი ქალაქის კიდევ ერთხელ ნახვის სურვილი ყველას აქვს. ამიტომაც ყოველდღიურად შადრევანში, ტურისტები დაახლოებით 3000 ევროს ყრიან. რა თქმა უნდა მინეტა მეც ჩავაგდე და იქნებ მისი დამსახურებაცაა, რომ მეორედაც ვიყავი ტურისტად ამ ქალაქში:)

არ შემიძლია გვერდი ავუარო იტალიურ ტკბილეულობას. იტალიური ნაყინი და ტკბილეულობა მსოფლიოში ცნობილია თავისი სიგემრიელით, მრავალფეროვნებითა და ნატურალურობით.
ჩვენ ერთ–ერთ უძველეს სანაყინეში წავედით, ის დაახლოებით 1870–იანი წლებიდან ფუნქიონირებს და დღემდე პოპულარობით სარგებლობს როგორც იტალიელებში ასევე ტურისტებში, თუმცა ცოტა ძნელად მისაგნებია...



იტალიაში წლის განმავლობაში ნაყინზე 5 მილიარდი ევრო იხარჯება, რომლის უდიდესი წილი ცხელ სეზონზე მოდის. ყველაზე პოპულარულია შოკოლადის, მარწყვის, ლიმონის, კრემის გემოები. თუმცა, კვლავ მაღალი მოთხოვნაა ციტრუსებისაგან დამზადებულ ვარიაციებზე,რომით დამზადებულ ქოქოსის ბურთულებზე და სხვა...



ნაყინის ფასი იტალიაში ზომის მიხედვით მერყეობს 1,40-3 ევროს შორის.



არ დაგავიწყდეთ იტალიური დესერტის – ტირამისუს დაგემოვნება... არსად ისე კარგად არ ამზადებენ, როგორც იტალიაში...ამ ჰაეროვანი, ფაფუკი და საჭმელად მსუბუქი დესერტის მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს... შემდეგ პოსტებში აუცილებლად დავწერ ერთ–ერთ მათგანზე



გემრიელობები



პიცააა... უუფ, როგორ მინდა ახლა : )



შევხდებით შემდეგ პოსტში... ისევ იტალიაში: )