ცნობილია, რომ წყლის შემდეგ , ჩაი მეორე ყველაზე მოხმარებადი სასმელია მთელ მსოფლიოში და თან ჯამრთელობისთვის ძალიან სასარგებლო.

თუ ისტორიას დავუჯერებთ ჩაი წარმოიშვა ჩინეთში , დაახლოებით 5000 წლის წინ. ევროპაში კი მხოლოდ XVI საუკუნეში შემოვიდა. რაც შეეხება საქართელოსა და ინდოეთს მათი გავრცელება თითქმის ერთორილად მოხდა. თუმცა საქართველოში ბუჩქები ცოტა ადრე დარგეს, ვიდრე ინდოეთში, მიუხედავად ამისა, ინდური ჩაი უფრო განვითარდა, რადგან იგი ინგლისელების ხელთ იყო. საქართველოს ჩაის პლანტაციები კი, ძირითადად, რუსეთს ეკუთვნოდა და სერიოზულ კულტურად მის ქცევაზე არავის უფიქრია, შესაბამისად, არც მაღალი ხარისხის ჩაის მიღებაზე იყვნენ ორიენტირებულები.
დღეს უკვე თითქმის ყველა სახეობის ჩაი არსებობს: შავი , მწვანე , თეთრი , წითელი , მცენარეული.
მე თითქმის ყველა მათგანი მაქვს სახლში, რადგან ჩაის დიდი მოყვარული ვარ. განსკაუთრებით კი ეს ჩეხეთში ყოფნის დროს მიხვდვი, როცა თურქულ ყავას გადავეჩვიე :)
მოკლედ ეს ჩემი ჩაის მოკრძალებული კოლექციაა





როგორც ხედავთ უმრავლესობა მათგანი არომატიზირებულია. სხვათაშორის ჩაის არომატიზება ინგლისელების მოფიქრებულია. ვაჭრებს ჩაი ინდოეთიდან ინგლისში გემებით მიჰქონდათ, გემებში კი ნესტი იყო და ჩაი ფუჭდებოდა. გაფუჭებული ჩაის გემო რომ დაეფარათ, დაიწყეს ჩაის არომატიზება პერგამოტით. მერე თანდათან სხვადასხვა არომატების ხმარებაც დაიწყეს.ჩინეთში ამას არ აკეთებენ. რადგან ყველა ჩაის დამოუკიდებელი „ხასიათი“ და გემო აქვს და მათი არევა არ შეიძლება. ასევე არ აკეთებდნენ არომატიზაციას, მხოლოდ ბუნებრივად – მწვანე ჩაის ჟასმინითა და შავი ჩაის ვარდით.
ამ სურათზე ხედავტ მწვანე ჩაის და ფორთოხლის ჩაის, სიმართლე გითხრათ არც ერთი მათგანი არ არის გემოთი გემრიელი, მაგრამ ზამთრის ცივ დღეებში შემჩვლელი არ ჰყავთ: )



მწვანე ჩაი – მსუბუქი , ბალახოვანი მწვანე ჩაი მდიდარია ანტიოქსიდანტებით , მისი მოხმარებით ძლიერდება იმუნური სისტემა , ასევე ძლიერდება კბილები და ძვლები



ეს კიდევ უგემრიელესი ჟოლოს და კენკრას ჩაია, ჩემი ფავორიტი ჩაის სამეულში შედის:)







სიმართლე გითხათ, როცა ამ ჩაის ვყიდულობდი მეგონა რომ საშინელი გემო ექნებოდა, რადგან მსხლის არც წვენი მიყვარს და არც ლიმონათი, მაგრამ სულ ტყუილად...უგემრილესიაა, უგემრიელესიი... უკვე ძალიან ხშირად ვყიდულობ და იშვიათად თუ დააკლდება ჩემს კოლექციას :)



ეს კიდევ ჭეშმარიტად ზამთრის ჩაია, თაფლის და მუკატის არომატით... თაფლის ჩაი არ მომეწონა, ამიტომ მთლად კარგ რეკომენდაციას ვერ გავუწევ




ვარდკაჭკაჭს უუგემრიელესი ჩაიიი... უუუგემრიელესიი



გარგარის არომათი...რატომღაც ვფიქრობდი, რომ ძალიან გემრიელი უნდა ყოფილიყო, თუმცა სუნმა შეიძლება მოგატყუოთ... აი როცაა დააყენებთ ძალაინ გემრიელი სუნი დგება მთელ ოთახში, თუმცა გემოთი არც ისე კარგია



და ჩემთვის ნომერ პირველი არომატიზირებული ჩაი – ალუბალი... უფ, უფ, უფ ძალაინ გემრიელია..





გამიხარდება თუ ყავაზე უარს ვიტყვით და ჩაის კულტურას დავამკვიდრებთ საქართველოში :)