პასტა ბოლონეზე

Posted on 9:30 AM
დღეს საკუთარ თავს უგემრიელესი კერძი მივუძღვენი – "პასტა ბოლონეზე".
მისი მომზადება ძალიან მარტივია და არც თუ ისე ბევრი დრო მიაქვს.

მასალა:
ფარში 450გრ. (უკეთესია თუ შერეული იქნება, საერთოდ აქ მხოლოდ ძროხის ფარშს იშვიათად ნახავთ, ყოვეთვის შერეულია ან ღორის ან ქათმის ხორცთან. ამ პასტისთვის უმჯობესია ძროხის და ღორის შერეული ფარში)

სპაგეტი 300გრ. (ან სხვა ფორმის მაკარონი, მაგრამ მერწმუნეთ სპაგეტი უმჯობესია)

ყველი 100გრ. (პარმეზანი)

სოკო 200 გრამი (აუცილებელი არ არის, თუმცა ძალიან, ძალიან უხდება მერწმუნეთ)




ხახვი 1ც.

ნიორი 3–4 კბილი

წიწაკა 1/2 ჩ/კ.(შავი)

პომიდორი 700 გ

მარილი გემოვნებით


ხახვი დავჭრათ და ჩავშუშოთ ზეთში, შემდეგ დავამატოთ ფარში და შევბრაწოთ სანამ არ გაწითლდება...



პასტის (მაკარონის) მოხარშვამდე, გავფცქვნათ პომიდორები და დავჭრათ საშუალო ნაჭრებად. დავამატოთ ფარშში ნიორთან და მწვანილთან (გემოვნებით) ერთად. ავურიოთ ეს ყველაფერი და ვადუღოთ 2 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ პასტა გადმოიღოთ მშრალად თეფშძე და მოასხათ მომზადებული სოუსი.








































გემრიელად მიირთვით :)












ალბათ გაგიკვირდათ, როცა წინა პოსტებში, იქ სადაც იტალიაზე ვსაუბრობდი არასად მიხსენებია წმ. პეტრეს ბაზილიკა. უბრალოდ მინდოდა მასზე და ვატიკანის ქალაქ–სახელმწიფოზე ცალკე დამეწერა.
დედაქალაქი – ვატიკანი
ოფიციალური ენა: ლათინური
მთავრობა: საეკლესიო -რომის პაპი ბენედიქტე XVI; პონტიფიკოსის კომისიის პრეზიდენტი – კარდინალი ჯოვანი ლაჯოლო
ფართობი - საერთო 0.44 კმ²
მოსახლეობა - 800
ვალუტა ევრო (EUR)

იმისთვის, რომ მოხვდეთ ვატიკანში, ძლიან დიდ რიგში მოგიწევთ ყოფნა, იმდენად დიდ რიგში, რომ შეიძლება ერთი დღეც კი ელოდოთ სანამ თვქენამდე მოვა...
ჩემი ორივე ვიზიტი, ტურისტებისთვის არააქტიურ პერიოდს დაემთხვა, შესაბამისად ვატიკანის ნახვის მსურველთა რიგი არც თუ ისე დიდი იყო და ბევრი ლოდინი არ დაგვჭირვებია...
ვატიკანი იტალიისგან მხოლოდ ერთი თეთრი ხაზით გამოიყოფა, რაც შეეხება წმინდა პეტრეს ბაზილიკას, მის უსაფრთხოებას ჩვეულებრივ ორივე პოლიცია ერთად აკონტროლებს.
თავად ვატიკანის ტერიტორიის ნახევარზე მეტს ბაღები წარმოადგენს, სადაც მრავლადაა ფანტანები და ქანდაკებები।






რც შეეხება თავად ბაზილიკას... ის ფართობით ძალიან დიდია და 60.000 ადამიანს იტევს.
აქ შეგიძლიათ იხილოთ მიქელანჯელოს "პიეტა", ის ტოსკანის თეთრ მარმალოშია გამოკვეთილი. მისი შექმნისას 1499 წელს, მიქელანჯელო მხოლოდ 25 წლისა იყო.



ტაძრის ერთ–ერთი გუმბათი, რომელზეც რაფაელი მუშაობდა.





და ბოლოს, ვატიკანის სახელმწიფო ჩამოყალიბდა 1929 წელს. მისი სუვერენიტეტი 1947 წელს იტალიის კონსტიტუციით იქნა დადასტურებული.



ღამის რომი

Posted on 3:24 PM











რომაული არდადეგები

Posted on 10:46 AM
რა გაგახსენდებათ, როდესაც იტალიას ახსენებენ?
პირველ რიგში რომი, ვენეცია, ფლორენცია, მილანი, (და ბევრი სხვა ქალაქი) - თავიანთი შეუდარებელი არქიტექტურით, განუმეორებელი მხატვრობა - და ვინჩით, რაფაელით, მიქელანჯელოთი, მუსიკით – აქ ვერდის ხსენებაც საკმარისია, იტალიური სამზარეულო - პიცით, მაკარონით და მოცარელათი, მაფიოზები, ფერარი, იტალიური ეზოები და კიდევ ასეთი ათასი რამ...

რას ვაკეთებთ, როცა ჩავდივართ რომში?
რომში ჩასულმა უპირველესად უნდა მოინახულოთ რომის ერთ-ერთი სიმბოლო კოლიზეუმი, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის 80 წელს აიგო და გლადიატორთა შერკინების საყურებლად მისულ 50 000 ადამიანზე მეტს იტევდა. კოლიზეუმუს შემდეგ სანახავი მართლაც ბევრია. მაგალითად პანთეონის ტაძარი



ასევე აუცილებელია მოინახულოთ ფორუმი, კარაკალას აბანოები, წმ. პავლეს ტაძარი, კაპიტოლიუმის მუზეუმი, გალერეა ბირგეზე და ცესტიუსის პირამიდა... გაისეირნეთ კამპო დეი ფორზე, მოინახულეთ პიაცა, რომლებიც ტურისტების საყვარელი ადგილია და ღია ბარში ექსპრესოთი განებივრდით...

რომიდან წამოსვლამდე კი არ დაგავიწყდეთ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსაც ესტუმროთ და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები შეაფასოთ.




შოპინგისთვის კი, ვია დე კონდოტის ქუჩაზე ყველაზე ცნობილი დიზაინერების ბუტიკებშუ შეიარეთ და თუ სურვილები გექნებათ გარდერობიც განაახლეთ. ბოლოს, როცა დარწმუნდებით რომ რომის ყველა ღირშესანიშნაობა მოინახულეთ, ფონტანა ტრევის ეწვიეთ.



ლეგენდის თანახმად, თუ ტურისტი ამ შადრევანში რკინის ფულს ჩააგდებს, იგი აუცილებლად დაბრუნდება რომში.



ამ საოცარი ქალაქის კიდევ ერთხელ ნახვის სურვილი ყველას აქვს. ამიტომაც ყოველდღიურად შადრევანში, ტურისტები დაახლოებით 3000 ევროს ყრიან. რა თქმა უნდა მინეტა მეც ჩავაგდე და იქნებ მისი დამსახურებაცაა, რომ მეორედაც ვიყავი ტურისტად ამ ქალაქში:)

არ შემიძლია გვერდი ავუარო იტალიურ ტკბილეულობას. იტალიური ნაყინი და ტკბილეულობა მსოფლიოში ცნობილია თავისი სიგემრიელით, მრავალფეროვნებითა და ნატურალურობით.
ჩვენ ერთ–ერთ უძველეს სანაყინეში წავედით, ის დაახლოებით 1870–იანი წლებიდან ფუნქიონირებს და დღემდე პოპულარობით სარგებლობს როგორც იტალიელებში ასევე ტურისტებში, თუმცა ცოტა ძნელად მისაგნებია...



იტალიაში წლის განმავლობაში ნაყინზე 5 მილიარდი ევრო იხარჯება, რომლის უდიდესი წილი ცხელ სეზონზე მოდის. ყველაზე პოპულარულია შოკოლადის, მარწყვის, ლიმონის, კრემის გემოები. თუმცა, კვლავ მაღალი მოთხოვნაა ციტრუსებისაგან დამზადებულ ვარიაციებზე,რომით დამზადებულ ქოქოსის ბურთულებზე და სხვა...



ნაყინის ფასი იტალიაში ზომის მიხედვით მერყეობს 1,40-3 ევროს შორის.



არ დაგავიწყდეთ იტალიური დესერტის – ტირამისუს დაგემოვნება... არსად ისე კარგად არ ამზადებენ, როგორც იტალიაში...ამ ჰაეროვანი, ფაფუკი და საჭმელად მსუბუქი დესერტის მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს... შემდეგ პოსტებში აუცილებლად დავწერ ერთ–ერთ მათგანზე



გემრიელობები



პიცააა... უუფ, როგორ მინდა ახლა : )



შევხდებით შემდეგ პოსტში... ისევ იტალიაში: )




ჩემი ოცნების იტალია

Posted on 10:27 AM

პირველი ვიზიტი რომში სპონტანურად დაიგეგმა, საერთოდაც არ მეგონა თუ ჩემი იქ წასვლა გოგოებთან ერთად გამოვიდოდა, რადგან სწორედ იმ პერიოდში, როცა ბილეთები შედარებით ხემისაწვდოი იყო, ჩემი შუალედური გამოცდები ემთხვეოდა.
მაგრამ ხომ იცით "ყველა გზა მაინც, რომში მიდის"... ამიტომაც ყველა დაბრკოლება გადალახული იქნა, ხოლო ბილეთები რომის მიმართულებით სასწრაფოდ შეძენილი...
თვითმფრინავით მგზავრობას სულ რაღც 1:30 წუთი მოვანდომეთ, აეროპორტში ძალიან, ძალიან კარგი გოგონა დაგვხდა – კატია, რომელიც ჩემი ოთახის მეზობლის მეგობარი იყო, ის უკვე მეოთხე წელია რაც რომში ცხოვრობდა, ამიტომაც ჩვენ გიდობას სიამოვნებით დათანხმდა... კატია მართლაც ძალაინ დაგვეხმარა, მან ყველაფერი ზედმიწევნით იცოდა და არ გვიწევდა არსად კითხვა–კითხვით მისვლა და დროის ტყუილად ხარჯვა...
თუმცა თუ არავინ არ გყავთ რომში ეს არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენს, საერთოდაც ძალაინ ყურადღებიანი ხალხია იტალიელები, მზად არიან ყოვეთვის დახმარებისთვის და არასდროს დაგზარდებიან ამისთვის... თან საკმაოდ კარგი სატრანსპორტო სისტემა აქვთ, თითქმის ყველა მნიშვნელოვან და ტურისტულ ადგილზე არის მეტროს გაჩერებები, ასე რომ თავისუფლად შეგიძლიათ იმგზავროთ მეტროთი თუ გინდათ დროის დაზოგვა ან უბრალოდ ფეხით სიარული გეზარებათ...







კოლოსეუმი (colosseum) – გიგანტური ამფითეატრი, თანამედროვე რომის სიმბოლო. ძირითადად ეთმობოდა გლადიატორების ბრძოლის სანახაობებს.



ციხე სიმაგრე – Sant’Angelo.




Forum Romanum – აქ ძველად იყო ქალაქის ყველაზე მთავარი და ძველი შენობები, ტაძრების ჩათვლით. მდებარეობს რამოდენიმე მეტრში კოლისეომიდან.



ეს კიდევ ტრაიანეს სვეტი, იმპერატორ ტრაიანეს მიერ 113 წელს დადგმული. 38 მეტრის სიმაღლის თეთრი მარმარილოს სვეტი 34 ნაჭრისაგან შედგება, სვეტის შიგნით ფუღუროა და 184-საფეხურიანი ხვეული კიბე აქვს დატანებული. კიბეს ერთ დროს მნახველები სვეტის წვერზე აჰყავდა. ძეგლი დაფარულია სპირალურად განლაგებული ბრწყინვალედ შესრულებული ფიგურებით (შეიცავს 2500 ადამიანის ფიგურას).



გაგრძელება იქნება :)








17. 6. 2011 15:12 – ეს ის დროა, როცა ბოლო გამოცდის პასუხი გავიგე...მანამდე იყო ბევრი ნერვიულობა, ფორიაქი, უძილობა... უამარავი ყავა, შოკოლადი... თუმცა სასარგებლო მხარეც ქონდა ამ ყველაფერს, 3 კილოგრამი დავკარგე და ახლა ისე მომწონს ჩემი თავი სარკეშიიი... ვსვამდი კატაბალახას ტაბლეტებს... ალბათ ყველამ იცით, რომ ის მცენარაულია და არანაირი უკუჩვენება არ გააჩნია... ვაკო კი ბრაზდებოდა, რატომ სვამ დამამშვიდებლებსო, მაგრამ როცა საკუთარი გულის ცემა მეგონა, რომ ჩემს გარდა მთელს საცხოვრებელს ესმოდა, სხვა გზა არ მრჩებოდა.......ასე არც ერთ გამოცდაზე არ მინერვიულია... არ გეგონოთ, რომ ეს მხოლოდ გამოცდების პერიოდში "გამოვცალე", თითქმის ერთი წელია რაც მაქვს :))))

უსაზღვროდ გახარებული ვარ... როცა ლექტორმა კითხვები დაარიგა, გული ისე მიცემდა, ისე ვიყავი აფორიაქებული, რომ რამოდენიმე წამი ვუყურებდი ჩემს წინ დადებულ ფურცელს და ვერ ვხედავდი, ვერ ვკითხულობდი რა ეწერა...
ეს მხოლოდ რამოდენიმე, წამი... მას შემდეგ რაც კითხვები წავიკითხე უკვე ვგრძნობდი, რომ გამოცდა ჩაბარებული მქონდა... მთელი ერთი საათი გაუჩერებლად ვწერდი, ბოლოს ხელიც მეტკინა, თითებიც... ბოლო რამოდნიმე წუთი მოვიტოვე, რომ ყველაფერი გადამეკითხა... მომეწონა ჩემი ნაწერი... ლექტორმა დამელოდე, გავასწორებ და პასუხებს დღესვე გამოვაცხადებო... ჰოლში გავედი...არ ვიცი რამდნეი წუთი გავიდა, 10, 15 შეიძლება ოციც...
როგორც იქნა დამიძახა...შევედი... გაიღიმე, კარგი ამბები მაქვსო... ხუთივე კითხვაში მაქსუმალური ქულები მქონდა მიღებული...ამასე უკვე არ ველოდი... ემოციებმა მასაც აუჩუყა ლამის გული:) დავემშვიდობეთ, წარმატებები ვუსურვეთ ერთმანეთს და ისეთი ბედნეირი გამოვედი, ახლა ვფიქრობ ოთახის კარები დავხურე თუ ღია დავუტოვე:)))
უნივერსიტეტიდან სახლში მისვლა არ მინდოდა, გასეირნება გადავწყვიტე... ქალაქი უკვე სავსეა ტურისტებით, ვუყურებდი და მეც მომინდა სადმე ტურისტად წასვლა... იმედია წავალ კიდეც...
მერე მაღზიებში შევიარე და საჩუქრები ვუყიდე ჩემს თავს :)

სტაფულოსფერი და ისევ შავი ფერის ფრჩხილის ლაქები




მე და კონდუქტორი

Posted on 7:02 AM

ჩემი წინა პოსტი, ტრანსპორტის ერთ–ერთ სახეობას – ტრამვაის ეხებოდა და სიმბოლურად დღეს რაც შემემთხვა ამ თემის გაგრძელებაა.
12 იქნებოდა საათი სახლიდან, რომ გავედი... გამოცდებისთვის ვემზადები და ზოგჯერ ვამჯობინებ ბიბლიოთეკაში მშვიდ და მყუდრო გარემოში მეცადინეობას... თავიდან გადაწყვეტილი მქონდა ფეხით წავსულიყავი, მაგრამ რამოდენიმე წუთიანი სიარულის შემდეგ მივხვდი, ჯობდა ტრამვაით გამეგრძელებინა გზა, რადგან აქ ძალიან, ძალაინ ცხელა უკვე...
ტრამვაიში ასვლამდე პირველი რასაც აკეთებ – ყიდულობ ბილეთს, თუ რა თქმა უნდა წინასწარ არ გაქვს რამოდენიმე შეძენილი... ის შეგიძლიათ იყიდოთ აპარატებიდან, რომელიც ყველა გაჩერებაზე, ან ტრამვაის გაჩერებასთან მდებარე ჯიხურებშია


ვაგონში შესვლისთანავე ბილეთი უნდა დაარეგისტრიროთ, თორემ თუ შემთხვევითი შემოწმების დროს უბილეთოდ ან არარეგისტრირებული ბილეთით გიპოვეს, დიდი ჯარიმა გარანტირებულია... დაახლოებით 50 დოლარი... მას შემდეგ რაც ბილეთის საფასური 28 კრონამდე გაძვირდა (ანუ 2.50 ლარი) უბილეთოების რაოდენობამაც იმატა, ამიტომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ტრამვაიში კონდუქტორის ინსტიტუტი გაეძლიერებინა და თუ ადრე თვეში ორჯერ ამოწმებდნენ, ახლა მგონი ყოვედღე ახდენენ შემოწმებებს...
ბილეთი უკვე ნაყიდი მქონდა, ამიტომ მშვიდად ავედი ტრამვაიში,მაგრამ გადავწყვიტე არ დამერეგისტრირებინა, რადგანაც ბიბლიოთეკამდე ერთი გაჩერება იყო დარჩენილი და ჩავთვალე, რომ კონდუქტორები არ შემხვდებოდნენ... მოვკლათდი სკამზე და მშვიდად ველოდებოდი როდის დაიძრებოდა ტრამვაი... როგორც კი დაიძრა, მაშინვე მომესმა მამაკაცის ხმა, რომელიც ჩემთან ახლოს მდგომ ბიჭს მიმართავდა "იზდენკი პროსიმ" რაც ქართულად ნიშნავს – ბილეთი გთხოვთ... ვერ წარმოიდგენთ რა დამემართა, მაშნვე წარმოვიდგინე ტყუილად დაკარგული 50 დილარი, პოლიციაში მისვლა და ჯარიმის გადახდა, ამგარიშზე უკანასკნელი 20 დილარი და გაფუჭებული განწყობა, რომლითაც ნამდვილად ვერ გავაგრძელებდი მეცადინეობას...
სამე ისაა, რომ აქ კონდუქორებს ვერ გაარჩევ ჩვეულებრივი მოქლაქეებისგან, მათ არ აცვიათ სპეციალური ფორმა, ისინი სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილები არიან და ერთადერთი რითაც ხვდები, რომ ნადვილად შემმოწმებლები არიან არის აი ეს მოწმობა


რადგანაც ხშირ შემთხვევაში ტრამვაიში ისინი ორ–ორად ამოდიან, ამიტომაც იოლია გაჩერებიდან, გაჩერებამდე ერთი ვაგონის შემოწმება... ბუნებრივია მას შემდეგ რაც ჩემთან ახლოს მდგომმა ბიჭმა ბილეთი აჩვენა, შემდეგი მე იყავი... მეც ამოვიღე დაურეგისტრირებელი ბილეთი და ვაჩვენე... საერთოდ არ შეცვლია სახის მიმიკა და მაშინვე მითხრა – "ჯარიმა 700 კრონი", ოოჰ მაშინვე ჩაირთო ჩემში რაღაც 50 დილარის გადარჩენის ინსტიქტი და ვუთხარი:
– მაგრამ მე ხომ მაქვს ბილეთი
– დიახ, მაგრამ ის დარეგისტრირებული არ არის
– როგორ მე უნდა დამერეგისტრირებინა ის? – ო ღმერთო ჩემო, ოღონდ ჯარიმა არ გამომიწეროს და შემიძია მივიღო გაკვირვებული სახე
– დიახ აი ამ აპარატში – და მიმითებეს აპარატზე, რომელიც ჩემთან ხელის გაწვდენაზეა დამონტაჟებული და ძალიან კარგადაც ვიცი მისი ფუნქცია
– მე არც კი ვიცოდი ამის შესახებ, რა სამწუხარია
– დიახ, დიახ, – ამბობს ის სრულიად მშვიდი სახით
ამასობაში გაჩერებას ვუახლოვდებით და მეუბნება
– ჩავიდეთ, რომ გამოგიწეროთ ჯარიმა
ჩავდივართ, თან მოდის მეორე კონდუქტორიც.. ღმერთო ჩემო მათ საერთოდ ვერ გაარჩევ ჩვეულებრივი მგზავრებისგან, შორტებით, ბოტასებით, გვერდზე გადაკიდული ჩანთით...
– იცით – ვაგრძელებ მე – სამწუხაროდ ჩეხური არ ვიცი, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ მე ბილეთი ნამდვილად შევიძინე, ხოლო თუ დარეგისტრირება ჭირდებოდა არ ვიცოდი
ეს ესმის იქვე მდგომ გოგონას, გვიახლოვდება და გვთავაზობს თარჯიმნობა გაგვიწიოს, კონდუქტორებიც სიამოვნებით თანხმდებიან, რადგან ინგლისურად მხოლოდ "700 კრონი" იციან, დანარჩენს ვერ ვაგებინებთ ერთმანეთს...
–გთხოვთ უთხარით – მივმართავ გოგონას – მე მეგობრებმა მითხრეს, რომ მგზავრობისათვის აუცილებელი იყო ბილეთი, რომელიც შევიძნე კიდეც, მაგრამ რეგისტრაციასთან დაკავშირებით არაფერი ვიცოდი, მე ტურისტი ვარ, მეორე დღეა რაც ამ ქალაქში ვარ ჩამოსული და ეს ჩემი პირველი მგზავრობა იყო ტრამვაით...
მას შემდეგ რაც ამ გოგონამ ჩემი ნათქვამი გადაუთარგმნა, მომთხოვეს დოკუმტების წარდგენა, (პასპორტის და დაზღევის), რაც ამათი კანონმდებლობით და არა მარტო ამ ქვეყნის, ყველა უცხოელმა თან უნდა ატაროს, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას ახლიდან გამოსვილისას, პოლიციელმა თავისუფლად შეიძლება გაგაჩეროს და შეამოწმოს ნამდვილად ატარებთ თუ არა მათ, ხოლო ამ უკანასკნელის არ ქონის შემთხვევაში კი ჯარიმა საკმაოდ მაღალია – იწყება 30 დოლარიდან და 100 დილარასაც სცდება...

არ ვიცი რატომ გდავწყვიტეასე მაგრამ ვუთხარი, რომ პასორტი და დაზღვევა სასტუმროში დავტოვე, ახლა კი ცენტრში მივდივარ საჩუქრის საყიდლად, რადგან ხვალ უკვე ვტოვებ ჩეხეთს... მიზეზი რატომაც მოვიტყე,რომ პასპორტი თან არ მოქნდა, იყო ის, რომ იქ გარკვევით ეწერა თუ რა არის ჩემი მისია ჩეხეთში, რამდენი ხანია რაც აქ ვიმყოფები და ჩემს ტყუილს მათ წინაშე, რომ ვარ ტურისტი საბოლოოდ მოეღებოდა ბოლო
– გვაჩვენეთ ნებისმიერი დამადასტურებელი დოკუნეტი, ან სტუდბილეთი ან რაიმე სხვა, რომ დავრწუმდეთ თქვენი პიროვენბის ვინაობაში და გამოვწეროთ ჩეკი...
– მე ვაგრძელებ, რომ ყველა დოკუნეტი დავტოვე სასტუმროში, აქ კი უბრალოდ საჩუქრის საყიდლად გამოვედი და ისევ უკანვე ვაპირებ მიბრუნებას...
და ამის შემდეგ მოხდა სასწაული, რომლის იმედი თითქმის გადაწურული მქონდა," რადგანაც ტურისტი ხართ, ხოლო ჩვენ თქვენი მასპინძლები გამოვდივართ, ამიტომაც მხოლოდ გაფრთიხლებით შემოვიფარგებით, არანაირ ჯარიმას არ გიწერთ, მაგრამ გაფრთხილებთ თან ატარეთ დამდასტურებელი დოკუნეტები, რადგან წესით ჩვენ უფლება გვქონდა ახლა გამოგვეძახა პოლიცია, რომ თქვენ თან არ აგაქვთ პასორტი და თქვენი ჯარიმა უფრო გაიზრდებოდა"...
ამოვისუნთქე, ძალიან გახარებული სახით მადლობა გადავუხადე მათ და გულში პირობა მივეცი თავს, რომ ამის შემდეგ არასდორს ვივლი დაურეგისტრერებელი ბილეთით...
არ ვიცი, რატომ გამოიჩინეს ლმობირება და როგორც მათ თქვეს "სტუმართმოყვარეობა", რადგან როგორც წესი მათზე არანაირი თხოვნა, ტყუილი თუ დაპირება არ მოქმედებას, მაგრამ ფაქტია, რომ ჯარიმის გარეშე გამოვეძვერი ამ სიტუაციიდან...

მართლა ძალიან გაიმართლა, სად მქონდა ახლა ზედმეტად გადასაგდები 50 დოლარი :)
რბლიან დღეს გისურვებთ:)

მე მიყვარს ტრამვაი

Posted on 1:51 PM




ბოლო პერიოდია საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილიში აქტიურად საუბრობენ ტრამვაის აღდგენაზე და ვერ წარმოიდგენთ, როგორ მახარებს ეს ამბავი... აქ ცხოვრების პერიოდში ტრანსპორტის ეს სახეობა განსაკუთრებიტ შემიყვარდა, საქართელოშიც თუ ასეთ დონეზე ააწყობენ ამ სისტემას, შეიძლება საერთოდაც არ ვიფიქრო მანქანის შეძენაზე, რადგანც ტრამვაი ძალიან ბევრ ღირსებას ფლობს: ))
ყველა გაჩერებაზე გამოკრულია გრაფიკი და სხვადასხვა მარშუტის ტრამვაი, ზუსტად იმ საათზე, წუთსა და წამზე შედის გაჩერებაზე როგორც ეგ გრაფიკშია აღნუშნული. მცდარია ხმა იმის შესახებ, რომ ძალიან ხმარუიანია და "ჩახჩახის" ხმა ყურებს აყრუებს. ხარისხიანი რელსების წყალობით ჩახჩახის ხმა არ ისმის და არც აკვანივით ირწევა, შესაბამისად ქალაქში ეკონომიური და სწარაფი გადაადგილებისთვის ძალიან კარგ ტრანსპორტად მიმაჩნია....
გაჩერებიდან დაძვრისთანავე და გაჩერებასთან მიახლოებისას დიქტორი მათ დასახელებას აცხადებს. ვაგონში ასევე მუშაობს დისპლეი და ელექტროსაათი, ყველა ვაგონი აღჭურვილია მიმართულების რუკით, რაც გადაადგილებას უცხოელ ტურისტსაც კი უადვილებს.



ტრამვაი სიმენს ს–70


„ტრამვაის დიდი ტევადობის მოძრავი შემადგენლობის მეშვეობით შეუძლია მეტი მგზავრის გადაყვანა. ავტომობილთან შედარებით ის გზის ფართს რვაჯერ უფრო ეფექტურად იყენებს.
განცალკევებული ზოლის მეშვეობით ტრამვაის შეუძლია გვერდი აუაროს ავტომობილთა საცობებს.
ევროპის მერების კონვენციის თანახმად 2020 წლამდე თბილისში CO2–ის ემისია 20%–ით უნდა შემცირდეს. ტრამვაი მოიხმარს ელექტრო ენერგიას და არ აბინძურებს ჰაერს.

ტრამვაი უფრო ეკონომიური ტრანსპორტია. ელექტრო ძრავის მარგი ქმედების კოეფიციენტი 2,3–ჯერ აღემატება დიზელის ძრავისას, ხოლო სარელსო ტრანსპორტის წინაღობა გზის მიმართ გაცილებით ნაკლებია საბურავებიანი ტრანსპორტის წინაღობაზე.
ტრამვაი მკაცრადაა დაფიქსირებული სავალ ნაწილზე, ამიტომ იგი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია და მას შეუძლია მაქსიმალური სიჩქარით იმოძრაოს ხიდებზე, გვირაბებსა და ვიწრო გასასვლელებში.
ტრამვაის დაბალიატაკიან ვაგონებში არ არის კიბეები და მისი იატაკი ბაქნის სიმაღლეზეა.
- მოკლე ინტერვალები გაჩერებებს შორის . ვაგონების რაოდენობის შეცვლის შესაძლებლობა".

აღნიშნული უპირატესობებიდან გამომდინარე საქართველოსთვის აუცილებელია ტრამვაის სისტემის შექმნა., სადაც ავტომობილების რაოდენობისა და მგზავრთა რაოდენობის ინტენსიური მატების გამო მაღლა დგას სატრანსპორტო პრობლემები, რომელთა გადაწყვეტისათვის საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება.
ამაში, რომ უკეთ დარწმუნდეთ იხილეთ ვიდეო ბმული






თბილისის ტრამვაის ისტორია XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება. ქალაქში ელექტროტრამვაის წინაპარი, ცხენებშებმული სარკინიგზო ტრანსპორტი, ე.წ. "კონკა" 1883 წელს გამოჩნდა. პირველი ელექტროტრამვაის მშენებლობა 1904 წელს ბელგიურმა კომპანიამ დაიწყო. ელექტროტრამვაი 1904 წლის 25 დეკემბერს ამოქმედდა. ტრამვაის ქსელის პერმანენტული შეკვეცა 1989 წელს დაიწყო, რაც 2006 წლის 4 დეკემბერს ტრამვაისა და ტროლეიბუსის ლიკვიდაციით დასრულდა.


აი ბოლო ტრამვაი, რომელიც 2006 წლამდე დადიოდა თბილისში... თუ ამას შევხედავთ, რა თქმა უნდა გაიფიქრებთ, რომ სულაც არ ყოფილა ტრანსპორტის ეს საშუალება მოსახერხებელი, სწრაფი და ეკონომიური, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ტრამვაი, რომელიც ვიდეოშია ნაჩვენებია, საკმაოდ კი არა ძალიან მოძველებულია...




სხვათაშორის ადრე თბილისიც მზადდებოდა და იწყობოდა ქართული წარმოების ტრამვაის ვაგონი. ის 1960 წელს თბილისის ტრამვაი–ტროლეიბუსების სამმართველოს რესურსებით, ტრამვაის სარემონტო დეპოში ააგეს. სულ ამ მოდელის 4 ვაგონი გამოვიდა. თბილისის იმდროინდელი მთავრობის არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკისა და ტრამვაის მიმართ აგდებული დამოკიდებულების გამო ვერ მოხერხდა აღნიშნული მოდელის ტრამვაის განვითარება და ქართული ტრამვაის წარმოების გაგრძელება. 1970–იან წლებში ოთხივე ვაგონი „თბილისი“ განადგურდა და ასევე ლიკვიდაცია განიცადა თბილისის ტრამვაის სარემონტო დეპომ, სადაც აიგო პირველი ქართული ტრამვაი.



ადრინდელი თბილისის გეგმა, თუ სად და რა მიმართულებით დადიოდა ტრამვაი



ეს კიდევ პრაღის ახალი ტრამვაი