ჩემი წინა პოსტი, ტრანსპორტის ერთ–ერთ სახეობას – ტრამვაის ეხებოდა და სიმბოლურად დღეს რაც შემემთხვა ამ თემის გაგრძელებაა.
12 იქნებოდა საათი სახლიდან, რომ გავედი... გამოცდებისთვის ვემზადები და ზოგჯერ ვამჯობინებ ბიბლიოთეკაში მშვიდ და მყუდრო გარემოში მეცადინეობას... თავიდან გადაწყვეტილი მქონდა ფეხით წავსულიყავი, მაგრამ რამოდენიმე წუთიანი სიარულის შემდეგ მივხვდი, ჯობდა ტრამვაით გამეგრძელებინა გზა, რადგან აქ ძალიან, ძალაინ ცხელა უკვე...
ტრამვაიში ასვლამდე პირველი რასაც აკეთებ – ყიდულობ ბილეთს, თუ რა თქმა უნდა წინასწარ არ გაქვს რამოდენიმე შეძენილი... ის შეგიძლიათ იყიდოთ აპარატებიდან, რომელიც ყველა გაჩერებაზე, ან ტრამვაის გაჩერებასთან მდებარე ჯიხურებშია


ვაგონში შესვლისთანავე ბილეთი უნდა დაარეგისტრიროთ, თორემ თუ შემთხვევითი შემოწმების დროს უბილეთოდ ან არარეგისტრირებული ბილეთით გიპოვეს, დიდი ჯარიმა გარანტირებულია... დაახლოებით 50 დოლარი... მას შემდეგ რაც ბილეთის საფასური 28 კრონამდე გაძვირდა (ანუ 2.50 ლარი) უბილეთოების რაოდენობამაც იმატა, ამიტომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ტრამვაიში კონდუქტორის ინსტიტუტი გაეძლიერებინა და თუ ადრე თვეში ორჯერ ამოწმებდნენ, ახლა მგონი ყოვედღე ახდენენ შემოწმებებს...
ბილეთი უკვე ნაყიდი მქონდა, ამიტომ მშვიდად ავედი ტრამვაიში,მაგრამ გადავწყვიტე არ დამერეგისტრირებინა, რადგანაც ბიბლიოთეკამდე ერთი გაჩერება იყო დარჩენილი და ჩავთვალე, რომ კონდუქტორები არ შემხვდებოდნენ... მოვკლათდი სკამზე და მშვიდად ველოდებოდი როდის დაიძრებოდა ტრამვაი... როგორც კი დაიძრა, მაშინვე მომესმა მამაკაცის ხმა, რომელიც ჩემთან ახლოს მდგომ ბიჭს მიმართავდა "იზდენკი პროსიმ" რაც ქართულად ნიშნავს – ბილეთი გთხოვთ... ვერ წარმოიდგენთ რა დამემართა, მაშნვე წარმოვიდგინე ტყუილად დაკარგული 50 დილარი, პოლიციაში მისვლა და ჯარიმის გადახდა, ამგარიშზე უკანასკნელი 20 დილარი და გაფუჭებული განწყობა, რომლითაც ნამდვილად ვერ გავაგრძელებდი მეცადინეობას...
სამე ისაა, რომ აქ კონდუქორებს ვერ გაარჩევ ჩვეულებრივი მოქლაქეებისგან, მათ არ აცვიათ სპეციალური ფორმა, ისინი სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილები არიან და ერთადერთი რითაც ხვდები, რომ ნადვილად შემმოწმებლები არიან არის აი ეს მოწმობა


რადგანაც ხშირ შემთხვევაში ტრამვაიში ისინი ორ–ორად ამოდიან, ამიტომაც იოლია გაჩერებიდან, გაჩერებამდე ერთი ვაგონის შემოწმება... ბუნებრივია მას შემდეგ რაც ჩემთან ახლოს მდგომმა ბიჭმა ბილეთი აჩვენა, შემდეგი მე იყავი... მეც ამოვიღე დაურეგისტრირებელი ბილეთი და ვაჩვენე... საერთოდ არ შეცვლია სახის მიმიკა და მაშინვე მითხრა – "ჯარიმა 700 კრონი", ოოჰ მაშინვე ჩაირთო ჩემში რაღაც 50 დილარის გადარჩენის ინსტიქტი და ვუთხარი:
– მაგრამ მე ხომ მაქვს ბილეთი
– დიახ, მაგრამ ის დარეგისტრირებული არ არის
– როგორ მე უნდა დამერეგისტრირებინა ის? – ო ღმერთო ჩემო, ოღონდ ჯარიმა არ გამომიწეროს და შემიძია მივიღო გაკვირვებული სახე
– დიახ აი ამ აპარატში – და მიმითებეს აპარატზე, რომელიც ჩემთან ხელის გაწვდენაზეა დამონტაჟებული და ძალიან კარგადაც ვიცი მისი ფუნქცია
– მე არც კი ვიცოდი ამის შესახებ, რა სამწუხარია
– დიახ, დიახ, – ამბობს ის სრულიად მშვიდი სახით
ამასობაში გაჩერებას ვუახლოვდებით და მეუბნება
– ჩავიდეთ, რომ გამოგიწეროთ ჯარიმა
ჩავდივართ, თან მოდის მეორე კონდუქტორიც.. ღმერთო ჩემო მათ საერთოდ ვერ გაარჩევ ჩვეულებრივი მგზავრებისგან, შორტებით, ბოტასებით, გვერდზე გადაკიდული ჩანთით...
– იცით – ვაგრძელებ მე – სამწუხაროდ ჩეხური არ ვიცი, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ მე ბილეთი ნამდვილად შევიძინე, ხოლო თუ დარეგისტრირება ჭირდებოდა არ ვიცოდი
ეს ესმის იქვე მდგომ გოგონას, გვიახლოვდება და გვთავაზობს თარჯიმნობა გაგვიწიოს, კონდუქტორებიც სიამოვნებით თანხმდებიან, რადგან ინგლისურად მხოლოდ "700 კრონი" იციან, დანარჩენს ვერ ვაგებინებთ ერთმანეთს...
–გთხოვთ უთხარით – მივმართავ გოგონას – მე მეგობრებმა მითხრეს, რომ მგზავრობისათვის აუცილებელი იყო ბილეთი, რომელიც შევიძნე კიდეც, მაგრამ რეგისტრაციასთან დაკავშირებით არაფერი ვიცოდი, მე ტურისტი ვარ, მეორე დღეა რაც ამ ქალაქში ვარ ჩამოსული და ეს ჩემი პირველი მგზავრობა იყო ტრამვაით...
მას შემდეგ რაც ამ გოგონამ ჩემი ნათქვამი გადაუთარგმნა, მომთხოვეს დოკუმტების წარდგენა, (პასპორტის და დაზღევის), რაც ამათი კანონმდებლობით და არა მარტო ამ ქვეყნის, ყველა უცხოელმა თან უნდა ატაროს, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას ახლიდან გამოსვილისას, პოლიციელმა თავისუფლად შეიძლება გაგაჩეროს და შეამოწმოს ნამდვილად ატარებთ თუ არა მათ, ხოლო ამ უკანასკნელის არ ქონის შემთხვევაში კი ჯარიმა საკმაოდ მაღალია – იწყება 30 დოლარიდან და 100 დილარასაც სცდება...

არ ვიცი რატომ გდავწყვიტეასე მაგრამ ვუთხარი, რომ პასორტი და დაზღვევა სასტუმროში დავტოვე, ახლა კი ცენტრში მივდივარ საჩუქრის საყიდლად, რადგან ხვალ უკვე ვტოვებ ჩეხეთს... მიზეზი რატომაც მოვიტყე,რომ პასპორტი თან არ მოქნდა, იყო ის, რომ იქ გარკვევით ეწერა თუ რა არის ჩემი მისია ჩეხეთში, რამდენი ხანია რაც აქ ვიმყოფები და ჩემს ტყუილს მათ წინაშე, რომ ვარ ტურისტი საბოლოოდ მოეღებოდა ბოლო
– გვაჩვენეთ ნებისმიერი დამადასტურებელი დოკუნეტი, ან სტუდბილეთი ან რაიმე სხვა, რომ დავრწუმდეთ თქვენი პიროვენბის ვინაობაში და გამოვწეროთ ჩეკი...
– მე ვაგრძელებ, რომ ყველა დოკუნეტი დავტოვე სასტუმროში, აქ კი უბრალოდ საჩუქრის საყიდლად გამოვედი და ისევ უკანვე ვაპირებ მიბრუნებას...
და ამის შემდეგ მოხდა სასწაული, რომლის იმედი თითქმის გადაწურული მქონდა," რადგანაც ტურისტი ხართ, ხოლო ჩვენ თქვენი მასპინძლები გამოვდივართ, ამიტომაც მხოლოდ გაფრთიხლებით შემოვიფარგებით, არანაირ ჯარიმას არ გიწერთ, მაგრამ გაფრთხილებთ თან ატარეთ დამდასტურებელი დოკუნეტები, რადგან წესით ჩვენ უფლება გვქონდა ახლა გამოგვეძახა პოლიცია, რომ თქვენ თან არ აგაქვთ პასორტი და თქვენი ჯარიმა უფრო გაიზრდებოდა"...
ამოვისუნთქე, ძალიან გახარებული სახით მადლობა გადავუხადე მათ და გულში პირობა მივეცი თავს, რომ ამის შემდეგ არასდორს ვივლი დაურეგისტრერებელი ბილეთით...
არ ვიცი, რატომ გამოიჩინეს ლმობირება და როგორც მათ თქვეს "სტუმართმოყვარეობა", რადგან როგორც წესი მათზე არანაირი თხოვნა, ტყუილი თუ დაპირება არ მოქმედებას, მაგრამ ფაქტია, რომ ჯარიმის გარეშე გამოვეძვერი ამ სიტუაციიდან...

მართლა ძალიან გაიმართლა, სად მქონდა ახლა ზედმეტად გადასაგდები 50 დოლარი :)
რბლიან დღეს გისურვებთ:)