12 წლის ავღანელი გოგონა, გადაღებული 1984 წელს. ფოტოგრაფი Steve McCurry, რომელიც "National Geographic"-ში მუშაობს. სურათი გამორჩეულია იმით, რომ ავღანეთში მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს იშვიათად აქვთ სურათების გადაღების უფლება. ეს სურათი გავრცელებისთანავე წლის ფოტოდ დაასახელეს. განსაკუთრებით აღტაცებაში მოჰყავდა ხალხი გოგონას თვალებს.



ომაირა სანჩეზი. 1985 წელი. ფოტოგრაფი Frank Fournier. ეს ფიტო ყველაზე დიდ ემოციებს იწვევს ჩემში. კოლუმბიაში ამოფრქვეული ვულკანის ერთ-ერთი მსხვერპლი 25 000-დან. 13 წლის გოგონა წყალში ჩავარდა, ნანგრევებში გაიჭედა და ამოსვლას ვერ ახერხებდა. სამი დღის შემდეგ კი გარდაიცვალა. ფოტო სიკვდილამდე 5 წუთით ადრეა გადაღებული.




კოსოვოელი ლტოლვილები, 1999 წელი. ფოტოგრაფი Carol Guzy. სურათზე ჩანს 2 წლის აგიმ შალა, რომელიც ღობის ერთი მხრიდან მეორეზე გადაჰყავთ. მეორე მხარეს (სადაც ბავშვი მიდის) არის ალბანური თავშესაფარი ბანაკი.



შიმშილისგან დაუძლურებული ბავშვი, 1994 წელი. ფოტოგრაფი Kevin Carter. ფოტო გადაღებულია სუდანში. სვავი ჩასაფრებული იცდის, როდის დაკარგავს გონებას გოგონა, რათა ეცეს. ფოტომ მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო. სამშობლოში დაბრუნებულ ფოტოგრაფს ახსნა განმარტება დაჭირდა, რადგან აგელვბეული ხალხისათვის ეთქვა, რომ გოგონანმ საჭმლის გაცემის პუნქტამდე მიაღწუა. ინფორმაცია ბუნებრივია არ გდამოწმებულა. ფაქტი ერთია- ფოტოს გადაღებიდან 3 თვის შემდეგ ფოტოგრაფმა საკუთარ სახლში თავი მოიკლა.


ფოტოგრაფმა ნიკ უიტმა ეს სურათი გადაუღო ვიეტნამელ გოგონას, რომელიც დაბომბვებს გაურბოდა. სწორედ ამ სურათმა აიძულა მთელი მსოფლიო დაფიქრებულიყო ვიეტნამის ომზე.
9 წლის ვიეტნამელი გოგონას, კინ ფუკის სურათი სამუდამოდ შევიდა მსოფლიოს ისტორიაში. კიმმა ეს სურათი პირველად 14 თვის შემდეგ, ერთერთ საავადმყოფოში მკურნალობისას იხილა. მას კარგად ახსოვს ეს დღე და ვერ ივიწყებს ბომბების დაცემის ხმას. ვიღაც ამერიკელი მეომარი ცდილობდა დახმარებას და დამწვარ კანზე წყალს ასხამდა, მაგრამ ეს უარესი იყო. გოგონას ფოტოგრაფი ნიკ უიტი დაეხმარა და ის საავადმყოფოში მიიყვანა.



1933 წლის 27 სექტემბერს პერუში დაბადებული ლინა მედინა სამედიცინო ისტორიაში დღესდღეობით ყველაზე ახალგაზრდა დედაა. მან შვილი 5 წლის, 7 თვისა და 21 დღის ასაკში გააჩინა.
ლინა მისმა მშობლებმა საავადმყოფოში 5 წლის ასაკში მიიყვანეს რადგან ლინას მუცელი გაეზარდა. ისინი ფიქრობდნენ რომ მას კიბო ჭირდა. მაგრამ ექიმმა აღმოაჩინა, რომ ლინა 7 თვის ორსული იყო.
1939 წლის 14 მაისს მან საკეისრო კვეთით გააჩინა შვილი. იგი 2,7 კგ-ს იწონიდა. თავდაპირველად იზრდებოდნენ როგორც და-ძმა. მხოლოდ 10 წლის ასაკში გაიგო სიმართლე ხერარდომ. გარდაიცვალა 40 წლის ასაკში ძვლის კიბოთი.
ლინს არასდროს დაუსახელებია ხერარდოს მამის ვინაობა.


გაყოფილი წყალი, 1950 წელი. ფოტოგრაფი Elliott Erwitt. სურათზე ნათლად ჩანს რასიზმის გამოვლინება: თეთრკანიანები და შავკანიანები სხვადასხვა ონკანიდან სვამენ წყალს. ამასთან შავკანიანებისთვის განკუთვნილი ონკანი უფრო მოუხერხებელია.



ნეტარება, 2000 წელი. ფოტოგრაფი Charles O’Rear. სურათზე ლიცენზია აიღო მაიკროსოფტმა და ფოტოგრაფს რეკორდული თანხა - 200 მილიონი დოლარი გადაუხადა. რეკორდი ჯერაც მოუხსნელია.



ეს ერთერთი მნიშვნელოვანი სურათია მედიცინაში. 21 კვირის ჩასახული ბავშვის ხელი, რომელიც დედის სხეულიდან თითქოს ცხოვრებას ეჭიდება და ხელს კიდებს ქირურგს. სურათი გადაღებულია ერთერთი ოპერაციის დროს ამერიკაში.


ფოტოგრაფმა ფილიპ ჰალცმანმა კარიერა აიწყო ადამიანების ფოტოებით ნახტომში. ის თვლიდა რომ ნახტომში ადამიანი გამოაჩენს თავის ნამდვილ სახეს. მუშაობის 6 საათი, 28 ნახტომი, ოთახ სავსე დამხმარეებით რომლებიც ჰაერში სროულობდნენ წყლიან ვედროს და კატებს. ასე დაიბადა ეს სურათი. სურათის უკან ფონზე ჩანს სალვადორ დალის ჯერ კიდევ დაუსრულებელი შედევრი.


1941 წლის 27 იანვარს უინსტონ ჩერჩილი შევიდა ერთერთ ფოტოატელიეში რათა გადაეღო რამოდენიმე პორტრეტი, რომლებშიც გამოჩნდებოდა მისი სიმკაცრე და მიზანდასახულობა, უდიდესი ადამიანი სიგარით ხელში ვერანაირად ვერ პოულობდა შესაფერის სურათს. მაშინ ფოტოგრაფი იუსუფ კარში მიუახლოვდა დიდ პოლიტიკოსს და სწრაფი მოზრაობით პირიდან გამოგლიჯა სიგარა, ჩერჩილმა გაბრაზებული მზერით შეხედა ფოტოგრაფს, და მანაც არ დაახანა და გადაიღო სურათი. ასე შეიქმნა უინსტონ ჩერჩილის ყველაზე ცნობილი პორტრეტი.


ოდესმე

Posted on 11:07 AM
არ გეხუტები,
უბრალოდ ვუსმენ შენს გულს
და ყოველ დარტყმაზე
ჩემს სუნთქვას ვდებ,
როგორც ფაიფურის ფინჯანს
მოხატულ ლამბაქზე.
მომპარე ჩემი თავი
და ვდგავარ გაძარცვული
თეთრი ფურცლების ამარა,
რომლებზეც ვწერ ერთ სიტყვას,
შენ რომ გადაგრჩა:
"სულ"...
მკერდზე გადებ თავს
და შენს გულს
ვუგდებ ყურს
სულ.

ყოველი ჩვენთაგანი პასუხისმგებელია გრძნობებზე, რომლებსაც განვიცდით...


მუზეუმების ღამე

Posted on 8:40 AM
გსმენიათ რაიმე “მუზეუმების ღამეზე” – ეს ყველაზე ლამაზი ტრადიციაა რასაც ჩემს ქვეყანაშიც ვისურვებდი… 16 მაისს ჩეხეთმა, როგორც ევროპის კულტურული კონვენციის წევრმა ქვეყანამ საზოგადოებას ერთი ღამით მუზეუმების კარი გაუღო სრულიად უფასოდ… ამ ღამეს ნამდვილად არ დავაკლდებოდი, თან რამოდენიმე მუზეუმის ნახვა ძალიან მინდოდა ხოდა შანში მქონდა სრულიად უფასოდ მომენახულებინა… მუზეუმის კარები მნახველებისათვის საღამოს შვიდიდან თორმეტ საათამდე იყო ღია… ყველაზე შტამბეჭდავი იყო სპილბერგის ციხე (სატუსაღო).
აი ისიც


ცვილის ფიგურებითა და შემორჩენილი ნივთებით აღდგენილი იყო იმ დროინდელი მდგომარეობა საკნებში… ასევე ოთახი სადაც პატიმრებს აწამებდნენ… აი ამ ოთახმა ნამდვილად დამთრგუნა… ცვილის ფიგურებს უფრო მეტი შთამბეჭდაობისათვის სისხლის კვალიც ეტყობოდათ და მანდ უკვე თითქმის ცრემლებამდე მივედი…








ასე ეძინათ ტუსაღებს







მაგრამ ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ პატიმრებს საკნებში მშვენიერი ღუმელი ჰქონდათ და აქ ცოტა დავმშვიიდი, არ ციოდათ მაინც … პარალელურად თითოეულ მუზეუმთან ეწყობოდა სხვადასხვა ღონისძიებები…რეგიონებიდან ჩამოსულმა ვაჭრებმა სახელდახელო ბაზრობა გამართეს... სუვენირებთან ერთად ჩეხური სამზარეულოც იყო გამოფენილი. იქვე ისმოდას მჭედლის ჩაქუჩის ხმა და ჩეხური სიმღერები.

ძალიან მოეწონა ეს ტრადიცია… მინდა მსგავსი ღამეები საქართველოშიც ეწყობოდეს…მინდა, რომ ერთი ღამით მაინც გადაიქცეს მუზეუმები შეხვედრების ახალ ადგილად, სადაც დამთვალიებერთა ჯგუფები, ახალგაზრდები, მოხუცები ექსპოზიციების მდიდარ სამყაროს აღმოაჩენენ…და არა მხოლოდ ექსპოციზიებს, უბრალოდ მონატრებულ ურთიერთობებსაც ამ ბოლო დროს ასე, რომ დაგვაკლდა ქართველ ერს… მხოლოდ მიტინგებზე და აფსურდული წიგნების პრეზენტაციაზე შეხვედრები აღარ მოგწყინდათ მაინც?

მომავალ ახალ (იმედია საინტერესო) პოსტამდე :))



უწყინარი ვაშლი

Posted on 5:29 PM


ვაშლი და მე სტუდენტური ცხოვრების ახალ ეტაპზე განუყრელები გავხდით…
ბებიას განსაკუთრებით უხარია ეს ამბავი, მასში ბევრი რკინებია ბებია და ტვინის სწრაფად მუშაობას უწყობს ხელსო.
არადა საქართველოში ხილის ამ სახეობას ნაკლებად ვჭამდი... აქ ალბათ, მართლაც ტვინის გამოფხიზლების ფუნქცია შეითვისა: )))

ამ არაჩვეულებრივი ხილის სახეობას ძალიან ბევრ დანაშაულში სდებენ ბრალს. მაგალითად: ვაშლი ეჭვმიტანილია ევას და ადამის შეცდენაში, ტროას ომის დაწყებაში, ფიფქიას მოწამვლაში, ივან-ცარევიჩის თავგადასავლებში და ა.შ. გამოთქმაც “ადამის ვაშლი” – მამაკაცის კისრის (ხორხის )წინა ნაწილზე არსებული გამობურცულობა უკავშირდება ლეგენდას ადამის გადაყლაპულ ვაშლზე.
აი მითოლოგიაში კი ვაშლი ითვლებოდა ახალგაზრდობის და უკვდავების ელექსირად, ეს ნაწილობრივ ასეცაა - დღეში 3 ვაშლის შეჭმით დაბერების პროცესი ნელდება - ირწმუნებიან დიეტელოგები (ენ რაოდენობით ვჭამ დღეში)


ვაშლს ბევრი დადებითი თვისება აქვს:

გირჩევთ მიირთვათ უზმოზე ერთი ფინჯანი ყავის ნაცვლად . ასეთ შემთხვევაში თქვენი ტვინი და ორგანიზმი უფრო სწრფად გამოფხიზლდება და ტონუსშიც იქნება.

საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით თუ თავის ტკივილის პირველი სიმპტომების დროს ვაშლს მიირთმევთ, თავის ტკივილის შეტევას თავიდან აიცილებთ.

ძილის წინ ერთი საათით ადრე, ერთი ცალი ვაშლის მირთმევა მშვიდი და უშფოთველი ძილის გარანტიაა.

თუ ფსიქოლოგებს დავუჯერებთ ვაშლის დანით გარჩევა არაჩვეულებრივი ვარჯიშია . . . ტვინისთვის!

გარდა ზემოთხსენებული სასარგებლო თვისებებისა ვაშლი შეიცვას უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, მაგალითად: მასში არსებული დიდი რაოდენობით რკინა სისხლნაკლებობისგან დაგიცავთ. თქვენ იცოდით, რომ ხილის ეს სახეობა 8-ჯერ უფრო მეტ იოდს შეიცავს ვიდრე ბანანი და 13-ჯერ უფრო მეტს ვიდრე ფორთოხალი. ის დაბალ კალორიული ხილია და სწორედ ამიტომ იდეალური საშუალებაა დიეტის დროს. თუმცა, თუ ადამიანს კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვს უმჯობესია ვაშლი მოთუშულ ვარიანტში მიიღოს, ვინაიდან ვაშლის სიმჯავემ შეიძლება კუჭის ტკივილები გამოიწვიოს.

მოკლედ იცნობდეთ და გიყვარდეთ ის



მეთერთმეტე

Posted on 7:25 AM


“მალე ერთ-ერთ თქვენგანს გიმნაზიაში სამართლის გაკვეთილის საათებს დავუთმობ, კვირაში ერთი საათი ხელს არაფერში შეგიშლით”- გამოგვიცხადა ნინომ (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე).
ერთი კვირა ველოდებიდით გადაწყვეტილებას სტაჟიორები…
“მე მინდა, რომ ეს შენ იყო”- თქვა მან...
უუუუსაზღვროდ გამიხარდა...
“და მაინც, რომელ კლასს ვასწავლი?”
“მეთერთმეტეს”- თქვა მშვიდად... ბუნებრივია, რადგან არ ესმოდა ამ დროს ჩემი გულის ცემა...

არ დაგიმალავთ, მეშინოდა მათთან შესვლა ... ჩვენს შორის სხვაობა ხომ სადღაც 3, 4 ან 5 წელი გამოდიოდა…
კარგად მახსოვს როგორ მთავრდებოდა თითოეული იმ მასწავლებლის გაკვეთილი ჩემს კლასსში, რომელთა ასაკიც ოცდახუთიდან ოცდარვამდე მერყეობდა…
არადა მანამდეც ჩამიტარებია მსგავსი გაკვეთილები ABA-ის პროექტებით, მაგრამ ისინი უფრო ტრეინინგები იყო, თან იქ ორ-ორი შევდიოდით კლასებში.. ჩამიტარებია სალექციო კურსი უფროსი კოლეგებისთვისაც, რომელთა შორის ბევრი ჩემი ლექტორი და ხელმძღვანელიც კი იყო... აი მეთერთმეტე კლასთან შესვლა კი მართლა ძალიან მეშინოდა... მანამდე ჩატარებული გაკვეთილები თუ ტრეინინგები ერთჯერადი ხასიათის იყო და ოფიციალური...ეს კი, ეს სხვა ენთუზიაზმს და ძალებს მოითხოვდა


კლასში დაახლოებით ოცდახუთი ან უფრო მეტი იქნებოდნენ...
ნინომ მათ ჩემი თავი გააცნო და მარტო დაგვტოვა...
“მე თეო ვარ, ოცი წლის და დღეიდან მთელი ერთი წლის განმავლობაში ჩვენ კვირაში ერთხელ შევხდებით ერთმანეთს, გპირედებით საინტერესო გაკვეთილები გელოდებათ წინ”
აქ ამოვისუნთქე...
ორმოცი წუთი მალე გავიდა და პირველი გაკვეთილიც დამთავრდა...
“იცით არ მინდა, რომ სხვა კლასაც ასწავლოთ და თქვენს თავში შეგვეცილონ”…
მივხვდი, რომ გაკვეთილი შედგა…
და არა მარტო გაკვეთილი, ჩვენ მეგობრებიც ვართ…


მათი პირველი შთაბეჭდილებები


მე უსაზღვროდ ბედნიერი ვარ მათთან გატარებული თითოეული გაკვეთილით…
ისინი გამორჩეულები არიან... არ გვანან თავიანთი ასაკის ახალგაზრდებს… მათ შეუძლიათ საოცრად შეუთავსონ ერთმანეთს ბავშვური სიცელქე და მოზრდილებისათვის დამახასიათებელი ზომიერება…


ზამთრის არდადეგებზე როცა ვიყავი საქართველოში ჩასული, რა თქმა უნდა კიდევ შედგა ჩევნი გაკვეთილი...კლასში შესულს კი ეს დამახვედრეს: )


დღეს მათ თორემტი კლასი დაამთავრეს…
გილოცავთ…
მჯერა სულ მალე გიხილავთ წარმატებულებს…
უბრალოდ მსურს გისურვოთ, რომ თქვენი ცხოვრების თითოეული ეტაპი ყოფილიყოს საინტერესო, ბედნიერებით და სილამაზით სავსე…
ვიცი თქვენ ეს გამოგივათ…
მიყვარხართ


დაუგეგმავად...

Posted on 4:10 PM



ყველაფერი სპონტანურად მოხდა... დაუგეგმავად...
პირველი შეხვედრა მხოლოდ რამოდენიმე წუთი გაგრძელდა... დაახლოვებით ორი თუ სამი...
ეს საკმარისიც იყო… უკვე ორივემ ვიცოდით მისი გაგრძელება...
“ასე არასდროს მომდომებია ბათუმში ჩამოსვლა”... და ჩამოვიდა

მერე იყო ლიტერატურული კაფე, ლაშა ბაქრაძის საღამო... უამრავი ხალხი... ერთი თავისუფალი ადგილი და "ბატონო?” "მეც ჩამოვჯდები რა შენს გვერდით?!”
ჰოდა, მას შემდეგ სულ ჩემს გვერდითაა...
მას შემდეგ მე მტკიცე და საიმედო ზურგს ვარ მიყრდნობილი...

"და რომ არ გამოგევლო იმ დღეს საია-ში, ალბათ შემდეგ ვერც შევხვდებოდით ერმანეთს არა?”
“როგორ თუ არ გამომევლო, ვიცოდი შენ იქ იყავი, მე ხომ გეძებდი და გიპოვე”.
ამ დროს ყოველთვის მის სახეს ვათვალიერებ და ვტკბები, ის არ იმჩნევს ჩემს დაჟინებულ მზერას, არც მეათიათასედ დასმულ ამ შეკითვას...
ის, ხომ ერთადერთი ვისაც ჩემი ჭირვეულობის ატანა და სულელურ კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლია...
შეუძლია ყოველდღირად აღმოაჩინოს ჩემში რაღაც ახალი, ხოლო მე კიდევ ერთხელ აღვფრთოვანდე მისით...

"იცი იმ დღეს, რომ არ მოსულიყავი ჩვენ მაინც ვიქნებოდით ერთად”
“ჰოო, როგორ?”
“მეც გეძებდი და მე გოპოვნიდი”

მე თვალდახუჭული ვანდობ მას მთელ ჩემს ვხოვრებას…





raindrops keep falling on my hea

Posted on 5:42 AM
გუშინ ჩვენთან ძალიან ცხელოდა, მართალია ასფალტს ბუღი არ ასდიოდა, მაგრამ მაინც იკბინებოდა მზე... საერთოდაც აქ უკვე კარგა ხანია დათბა, ზამთრის ტანსაცმელი დიდი ხანია ჩავალაგე ჩემოდანში...
ბათუმური წვიმა მენატრება, თავაწყვეტილი და შხაპუნა წვიმა, ფანჯრის რაფებზე გაუთავებლად, რომ რაკარუკობს და ხმაურობს..
აქ არ იცის მსგავსად, აქ წვიმაც ხალხივით ზომიერია... ვერ გაიგებ მის მოსვლას, წვიმაში თითქმის უქოლგოდ დადიან॥ ალბათ იმიტომ, რომ დიდხანს არ გრძელდება და თან არც გასველებს… მოკლედ აქ არ წვიმს, აქ მზე პირს იბანს…

მაგრამ გუშინ ყველაფერი სხვანაირად იყო... გუშინ წვიმაც იყო, ქუხილიც და ელვაც...შუაღამისას წამოწვიმა – წვიმას მოჰყვა და ბურანში მყოფს გამომეღვიძა... ჯერ ყურს ვუგდებდი ასე ზომიერება დავიწყებულ წვიმას, მაგრამ შემდეგ ვეღარ მოვითმინე და ფანჯარასთან მივედი…ეზოში უკვე გუბეები იდგა...

მიყვარს წვიმა როგოორ... ოღონდ მხოლოდ ღამით... დილით ისევ მზე მინდა, დიდი და წითელი...
ამ ქალაქში გუშინ ჩემთვის წვიმდა... ასე ხმაურიანად და რაკარუკით... გამოღვიძებულს კი კვალიც აღარ დამხვდა გუშინდელი თავაწყვეტილობის... გუბეებიც აღარ იყო, ალბათ ამათი გამართული წყალგაყვანილობის გამო... უკვე მზემაც გამოანათა და ისევ ძველებურად, ზომიერად თბილა