არ გეხუტები,
უბრალოდ ვუსმენ შენს გულს
და ყოველ დარტყმაზე
ჩემს სუნთქვას ვდებ,
როგორც ფაიფურის ფინჯანს
მოხატულ ლამბაქზე.
მომპარე ჩემი თავი
და ვდგავარ გაძარცვული
თეთრი ფურცლების ამარა,
რომლებზეც ვწერ ერთ სიტყვას,
შენ რომ გადაგრჩა:
"სულ"...
მკერდზე გადებ თავს
და შენს გულს
ვუგდებ ყურს
სულ.

ყოველი ჩვენთაგანი პასუხისმგებელია გრძნობებზე, რომლებსაც განვიცდით...