თავდაჯერებული ეიფელი

Posted on 6:04 AM



ეიფელი… ჩემთვის ის ოპტმიზსმის და თავდაჯერებულობის სიმბოლოა…
უყურებ და ხვდები, თუ რატომაა ის ჰოლივუდის ერთი ყველაზე დიდი კლიშე - პარიზული ფანჯრიდან ხომ აუცილებლად უნდა სჩანდეს ეიფელის კოშკი. რეალურად, ზონური შეზღუდვების გამო პარიზში შენობათა სიმაღლეზე ზღვარი რამდენიმე სართულით შემოიფარგლება და ამიტომ მხოლოდ რამდენიმე შედარებით მაღალ შენობას აქვს კოშკზე წმინდა ხედი.

ეიფელის კოშკი საფოსტო მარკებზე






ჰაერის ტემპერატურის მიხედვით ეიფელის კოშკის თავი შეიძლება მზისგან გადახურების გამო 8 სმ-მდე გადაიწიოს, მზე მიფიცხებულ მხარეს ლითონის გაფართოებისგან.
კოშკის რემონტი მოიცავს ყოველ შვიდ წელიწადში 50 ტონა სამი ფენა საღებავის წასმას კონსტრუქციის ლითონის ზედაპირის ჟანგისგან დასაცავად. დროგამოშვებით საღებავის ფერი იცვლება—ამჟამად კოშკი მოყავისფროდაა შეღებილი. პირველ სართულზე ინტერაქტიული კონსოლებია დამონტაჟებული, რომელშიც მსურველებს შეუძლიათ კენჭი ჰყარონ კოშკის მომავალი შეფერილობის შესარჩევად.



ვუყურებდი ამ გრანდიოზულ, ამავდროულად საოცრად მსუბუქ კონსტრუქციას და მივხვდი, რომ ის ჭეშმარიტად ფრანგულია…






გალაკტიონ ტაბიძე: “ეიფელის კოშკზე”
არის მთასავით კოლოსალური
მარსის მინდორზე მდგარი შენობა.
მე ავდიოდი, ვით მოხარული
სვეტებზე ადის შუქთაფენობა.
ოთხკუთხიანი ეს პირამიდა,
პარიზზე ასე განით მჭვრეტელი,
ახლაც იგონებს, როგორ ავიდა
ამ სიმაღლეზე აკაკი წერეთელი!
(ვიღაცა სწუხდა მგონი ლექსებით,
რომ გვიან შეხვდა უეცარ ალებს,
რომ დაუძლურდა, რომ ექსცესებით
ვეღარ გაართობს პარიზელ ქალებს).
მე ამ კოშკს ჩემი შევწირე მსხვერპლი
და შევიწირე, ვით სახსოვარი,
ზრუნვის საათი, ჩემი საფერფლე,
ერთიც იდეა სწორუპოვარი:
რომ ეიფელის მწვერვალზე დადგმულს
რადიოსადგურს უსმენს პარიზი:
უთანაბრობა დროებამ შთანთქა,
ახლა ჩვენია ეს ასპარეზი!



ტრიუმფალური თაღი Arc de Triomphe

Posted on 10:19 AM


1795 წელს ხმელთაშუაზღვის ერთ-ერთი პატარა კუნძულიდან ჩამოსულმა ოფიცერმა სცადა ხელისუფლების ხელში ჩაგდება. პარიზი საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ პერიოდსს იმკიდა და სისხლიანი გადატრიალების ქსელში იყო გახვეული. ამ არეულობაში ასპარეზზე გამოვიდა ერთ-ერთი უდიდესი დამპყობრელი კაცობირობის ისტორიაში - ნაპოლეონი. მან ელვისებური სისწრაფით მიაღწია წარამტებას და ერთ წელში მთავარსადალიც გახდა.

1804 წელს კი ის იმპერატორად აკურთხეს ნოტერდამში. მას დიდი სურვილი ჰქონდა საკუთარი გამარჯვევებისადმი მიძღვნილი მონუმეტი შეექმნა და შექმან კიდეც, რომელსაც ტრიუმფალური თაღი უწოდა. 1809 წელს ნაპოლეონმა არქიტექტორ ჟან შალკრინს ტრიუმპალური თაღის პროექტი უჩვენა და ადგილად ელისეის მინდვრები შეარჩია. თაღის სიგრძე წარმოადგენს 90 მეტრს 49 ფუტის სიგანის თაღუსებური გასასვლელით. სვეტებზე ნაპოლეონის ბროლებისადმი მიძღვნილი 4 უზარმაზერი სტრუქტურაა. გვირგვინივით გადმომდგარი ეს გრანდიოზული თაღი ფრანგებისათვის ძლევამოსილებისა და დიდების სიმბოლოა.
იგი ზომებით აღემატება კონსტანტინეს თაღსაც კი, რომელიც რომში მდებარეობს (თაღის სიმაღლე 50 მ-ია, სიგანე კი-40მ).

კონსტანტინეს თაღი რომში


ტრიუმფალური თაღი პარიზში



თაღს ამშვენებს უზარმაზარი ბარელიეფები, რომელთაგან ყველაზე ცნობილი და მართლაც მშვენიერი მარჯვენა მხარისაა. ისინი შექმნა ფრანსუა რიუდამ. ბარელიეფის ზედა ნაწილში ნაპოლეონის მთავარი გამარჯვებებია გამოსახული. სკულპტურულ ფარებზე კი ამოტვიფრულია დიდი ბრძოლების სახელწოდებები.














versailles

Posted on 1:38 PM



ნოტრ–დამის შემდეგ ვერსალის სასახლისკენ გავეშურეთ... სანამ ჩვენ იქ მივალთ, დავბრუნდეთ უკან, წარსულში...
1648 წელი। საფრანგეთში ახალი დინასტია მართავს ბურბონები। ქვეყნა ძლივს გადაურჩა ბროზებს და შავი ჭირით განადგურებას, ახალი მეფე მხოლოდ 9 წლისაა, მისი სახელია ლუი XIV। ის იმ დროს გამეფდა, როცა დიდებულები დაკარგულ ძალაუფლებაზე პრეტენზიას აცახდებედენ. მათ მცირეწლოვანი მეფის მმართველობის პერიოდში ხელსაყრელი დრო დაინახეს და აჯანყდენენ, ახალბგაზრდა ლიუი იძულებული გახდა მიმალულიყო, მაგრამ სამეფო ოჯახმა ძალაუფლება კვლავ დაიბრუნა და ლუიმ დაიფიცა , რომ არავის აღარ მიცედმა ძალაუფლების წარმთევის უფლებას.




მოწიფულობის ასაკში შესვლისას ლუი XIV ძლიერ მისწრაფებას ამჟღავნდებდა
ექსტრავაგანტულობისადმი. განსაკუთრებით კი სამშენებლო პროექტებისასმი. ლუიმ გადაწყვიტა სამთავრობო რეზიდენცია აეგო პარიზიდან 13 მილით დაშორებულ პატარა ქალაქ ვერსალში .
ვერსალი, სადაც წარმოიშვა დიდი ხელოვნება.



უზარმაზარი სასახლე სადაც 700 ოთახი 200 ფანჯარა 250 ბუხარი 1800 კარი, 1400 ფანტანი ქონდა ის მხოლოდ სახლს კი არა სამსახურსაც უწოდებდა, ამიტომაც თქვა სახელმწიფო ეს მევარო, ვერსალის მშენბელობა დასრულდა 1682 წელს და დიდიების სიბოლოდ იქცა
ვერსალის სასახლე სამი ეზოსაგან შედგება. პირველი-მინისტრების ეზო, სადაც დგას ლუდოვიკო XIV-ს ცხენზე ამხედრებული ქანდაკება. მეორე-მეფის ეზო, მესამე-მარმარილოს ეზო.მეფის ეზოდან შეიძლება მოხვდე სასახლის შიგნით, სადაც განთავსებულია საფრანგეთის ისტორიის მუზეუმი.



მნიშვნელოვანია მე-2 სართულზე განთავსებული კაპელა, აქვეა 6 დარბაზი სამეფო მოსვენებისთვის.ყველაზე ლამაზი და მიმზიდველი სარკეებიანი გალერეა. გალერეას დიდებულებას განაპირობებს 17 დიდი ფანჯარა რომელიც პარკისკენ იყურება და საპირისპირო კედელზე სარკეებში აირეკლება. იქმნება შთაბეჭდილება თითქოს ბაღების სიმწვანე და სილამაზე სასახლის ინტერიერში შემოდის. სასახლის ღირსებაა დახვეწილი გემოვნებით და დეკორატიულად გაფორმებული ბაღები, სკულფტურები, ყვავილნარები, შადრევნები, კასკადები და სხვა.

აი ისიც...
ჩემი ემოცია ამ სილამაზის დანახვისას...




ულამაზესი ბაღი..
















ცნობილი შუშებიანი დარბაზი...1919 წელს აქ ხელი მოეწერა სამშვიდობო შეთანხმებას გერმანიასთან
და ვერსალი ისევ ფრანგების გახდა.





მომავალ პოსტამდე, მე ეიფელის კოშკთან დაგელოდებით :)








ჩემი პარკი

Posted on 12:46 PM



მიუხედავად იმისა, რომ დილიდან წვიმდა და ციოდა კიდეც, მაინც გადავწყვიტე


სახლში არ ვყოფილიყავი და სასერნოდ გავედი...

საოცარი სუნი იდგა ირგვლივ, სველი ბალახის და მიწის...
საოცრება მოხდა, წვიმამ გადაიღო და მზემაც გამოანათა... მართალია ძუნწად გაიმეტა სითბო და სხივები, მაგრამ მაინც გამიხარდა მისი გამოჩენა....
სასწრაფოდ ჩემი პარკისკენ გავეშურე, უკვე დიდი ხანია მინდა მისი ფოტოების აქ დადება...
თუმცა უჩვეულოდ ცარიელი იყო... მთელი დღის წვიმამ მოადუნა ადამინები და საღმოს უკვე გამოსვლა დაეზარათ... სამაგიეროდ მე გავერთე კარგად, ჩემს საქანელაზეც შემოვკუპდი და რამოდენიმე ფოტოც გადავიღე...

ეს ჩემი ტრამვაის გაჩერებაა...



ეს კიდევ პარკიიი... მზიან დღეებში აქ ძალიან ბევრი ხალხია, თავისუფალ ადგილს ძნელად ნახავთ, სტუდენტებს გამოაქვთ წიგნები, კონსპექტები.. გაშლიან პლედებს პირდაპირ მინდორზე და მზეს მიფიცხებულები ემზადებიან გამოცდებისთვის, ან უბრალოდ საუბრობენ ხოლმე







ხის კონსტრუქციები ბავშვებისთვის...









ეს კიდევ ჩემი საქანელა... სანამ შემოვსკუპდებოდი :)



ეს კიდევ შემოსკუპების შემდეგ :)



დაღამდა... სახლში წასვლის დროა


ტყემალი :P

Posted on 11:35 AM

საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს ჩეხეთში ღონისძიება მოეწყო।




ღონისძიებაზე იყო ქართული სამზარეულოსა და ნივთების გამოფენაც... დაააააა ო ღმერთო ჩემო...ქართული ღვინისა და ბორჯომის გვერდით დავინახე ტყემალი... ჩემი ტყემლისადმი სიყვარული კი განუსაზღვრელია, ხოდა რაც იყო დარჩენილი, სამივე ბოთლი ვიყიდე...





უუუფ, უუფ რა გემრიელიაააა


პაღიჟ

Posted on 1:21 AM
ვაგრძელებ პარიზული მოგზაურობის ამბებს...
მითი, რომელიც ფრანგებზე მითხრეს, რომ ისინი ცივი და ქედმაღალი ხალხია, მალევე დაიმსხვრა რადგან, ძალიან ბევრჯერ გვიწევდა მათთან სხვადასხვა შეკითხვით მიმართვა და მუდამ გვემხარებოდნენ, ამომწურავად და გასაგებად გვპასუხობდნენ... მე მომეჩვენა, რომ მათ ტურისტები მოსწონთ კიდეც, რადგან ძალიან თავაზიანი და კეთილგანწყობილები აღმოჩნდნენ... და რაც მთავარია მუდამ იღიმიან


პარიზული მოდა კი ცალკე სასაუბრო თემაა, სტილი და მაღალი მოდა» პარიზის ქუჩებში უხვად იგრძნობა... «კარტიე», «დოლჩე და გაბანა», «პიერ კარდენი», «გუჩი», «კელვინ კლაინი»... ამ მაღაზიებთან გრძელი, მაგრამ მოწესრიგებული რიგებია.. საერთოდ პარიზული მოდა ძალიან დიდი და საინტერესო თემაა, რომლის გაშლასაც აქ არ ვაპირებ...
ტრანსპორტზე და პრიზული მეტროს სირთულეზე წინა პოსტში უკვე ვისაუბრე, თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ ეს ის ადგილია სადაც შეგიძლიათ ნახოთ ძალიან ბევრი ფრანგულენოვანი ჩინელი, ზანგი და არაბი... ვაგონში თითქმის ყველა სკამი აკეცვადია და როცა საღამოს საათებში ძალაინ ბევრი ხალხია, მაშინ მას სკამის დანიშნულება აღარა აქვს, მგზავრები ფეხზე დგებიან, რომ უფრო დიდი ადგილი იყოს ვაგონებში...
მე გირჩევდით მეტროთი მგზავრობას, მიუხდეავად იმისა, რომ მეტროს დარბაზები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია, უამრავი კიბით, ესკალატორით და გასასვლელ–ამოსასვლელებით, ის მაინც თანხის დაზოგვის ყევლაზე კარგი საშუალებაა, რადგან თითქმის ყველა სტრატეგიულ თუ ტურისტულ ადგილებში მიგიყვანთ... თან ყველგან გზამკვლევები და რუკებია გამოკრული, მოთხოვნის შემთხვევაში კი მას მეტროს შესასვლელში უფასოდ მოგცემენ...
აქვე დავამატებ პარიზის მეტროს ერთ–ერთ გაჩერებას სტალინიგრადი ჰქვია: )


პარიზის მეტროს რუკა

ჩვენი უპირატესობა პარიზში ჩასვლისას ეს იყო არც თუ ისე თბილი ტემპერატურა, იმიტომ რომ ტურისტები ზაფხულის სეზონისგან განსხვავებით 3–ჯერ ნაკლები იყო, რაც ნიშნავს, ნაკლებ რიგებს მუზეუმებთან, შედარებით თავსიუფალ ტრანსპორტს, კაფეებში ბევრ, თვისუფალ ადგილს და ა।შ.


ყვავილების მაღაზია
დღეს აქ დავასრულებ...ხვალ დაგიბრუნდებით ტრიუმფალური თაღით, ნოტრ-დამით, პომპიდუს ცენტრით, შანზ-ელიზეს ქუჩით, ეიფელის კოშკით, მუზეუმებით და უუფ კიდევ ბევრი ისტორიებით






1163წელი, პარიზი... კირქვის უზარმაზარი ლოდებით დატვირთული მშენებელთა დიდი არმია მდინარე სენას შუაში მდებარე კუნძლ იდელასიტას მიადგა. ათასობით წლების მანიძლზე ეს წმინდა ადგილად იყო მიჩნეული, აქ დადიოდნენ ქრისტიანი პილიგრიმები, ახლა კი საფრანგეთსი მეფემ ამ ადგილზე ისეთი ტაძრის აგება ბრძანა რომელსაც მთელი ევროპა შურით დაუწყებადა ძებნას, ეს ლუი მეშვიდე იყო...ტაძარი კი ნოტრ–დამი...


ჩვენ ისევ პარიზში ვართ და დროა ქალაქის მეტროდან ნოტრ–დამისკენ გავეშუროთ... რაც უფრო ვუახლოვდებოდით მას, უფრო და უფრო მიჩქარდებოდა გული... ველოდებოდი, როდის დავინახავდი ტაძარს, რომელიც იმ დროის არქიტექტურისაგან სრულიად განსხვავებული იყო და დიდხანს რჩებოდა როგორც საფრანგეთის ძლევამოსლების სიმბოლო... და რა თქმა უნდა ყველაზე ფერადი და ბრჭყვიალა სამხრეთ ფანჯრა...


ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკას შემდეგ თუ ტაძრით აღვფრთოვანდებოდი არ მეგონა, მაგრამ ეს სრულიად განსხვავებული რამაა... მაშინ როდესაც ამ ტაძრის აგება გადაწყვიტეს გამეფებული იყო ე.
წ. რომაული სტილი.... თუმცა არქიტექტორმა მოახერხა შეექმნა სრულიად ახალი, რომაული სტილისაგან განსხვავებული ელემენტები, არავითარი დაბალი და ფართო შენობა, სქელი კედლები და პატარა ფანჯრები, მრგვალი გვერდები და თაღები... ეს სრულიად ახალი არქიტექტურა იყო, ამიტომაც გახდა ის საფრანგეთის ძლევამოსილების სიმბოლო და რჩებოდა სანამ ვერსალის სასახლეს არ ააგებდნენ


დიდებული იყო ჩემთვის ნორტ–დამი, მასიური დეკორატიული კოლონებით, მრგვალი სარკმელებით, მაღალი ფანჯრებით, ფერადი მინებით, უზარმაზარი შიდა კოლონებით და ფართო ნავებით. პირველი რაც ტაძარში შესვლისას იგრძნობა ეს არის სივრცულობა და მაშტაბურობა.


მისი საოცარი ელემენტი კი გარე საყრდენი თაღებია...მშენებლობის დაწყების შემდეგ კედლები სიმაღლეში სულ უფრო ვიწროვდებოდა და თხელდებოდა... აშკარა იყო რომ ისინი სიმძიმეს ვეღარ გაუძლებდნენ. ამის გამო საყრდენების დამატება აუცილებელი შეიქმნა.


პირველად ეს სწორედ მისი აშენებისას გამოიყენეს, შემდეგ უკვე მთელს ევროპაში გავრცელდა და დიზაინის აუცილებელ ელემნტად იქცა. მისი საშუალებით შესაძლებელი გახდა კედლებში დიდი ჭრილების გაკეთება გრანდიოზული ფანჯრებისთვის, რაც ადრე შეუძლებელი იყო რადგან კედელი ვერ უძლბდა სიმძიმეს...

ვიდექი ტაძარში და მქონდა სინათლის, სიმსუბუქის საოცარი შეგრძნება, ფერადი ფანჯრებიდან შემოსული სხივით განათებული ინტერიერი კი სრულიად ახალ იმიჯს თავაზობს მლოცველებს და არა მარტო მათ...


შევხდებით მომავალ პოსტში, მოემზადეთ ვერსალის სასახლისთვის :)