ბოლო პერიოდია საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილიში აქტიურად საუბრობენ ტრამვაის აღდგენაზე და ვერ წარმოიდგენთ, როგორ მახარებს ეს ამბავი... აქ ცხოვრების პერიოდში ტრანსპორტის ეს სახეობა განსაკუთრებიტ შემიყვარდა, საქართელოშიც თუ ასეთ დონეზე ააწყობენ ამ სისტემას, შეიძლება საერთოდაც არ ვიფიქრო მანქანის შეძენაზე, რადგანც ტრამვაი ძალიან ბევრ ღირსებას ფლობს: ))
ყველა გაჩერებაზე გამოკრულია გრაფიკი და სხვადასხვა მარშუტის ტრამვაი, ზუსტად იმ საათზე, წუთსა და წამზე შედის გაჩერებაზე როგორც ეგ გრაფიკშია აღნუშნული. მცდარია ხმა იმის შესახებ, რომ ძალიან ხმარუიანია და "ჩახჩახის" ხმა ყურებს აყრუებს. ხარისხიანი რელსების წყალობით ჩახჩახის ხმა არ ისმის და არც აკვანივით ირწევა, შესაბამისად ქალაქში ეკონომიური და სწარაფი გადაადგილებისთვის ძალიან კარგ ტრანსპორტად მიმაჩნია....
გაჩერებიდან დაძვრისთანავე და გაჩერებასთან მიახლოებისას დიქტორი მათ დასახელებას აცხადებს. ვაგონში ასევე მუშაობს დისპლეი და ელექტროსაათი, ყველა ვაგონი აღჭურვილია მიმართულების რუკით, რაც გადაადგილებას უცხოელ ტურისტსაც კი უადვილებს.



ტრამვაი სიმენს ს–70


„ტრამვაის დიდი ტევადობის მოძრავი შემადგენლობის მეშვეობით შეუძლია მეტი მგზავრის გადაყვანა. ავტომობილთან შედარებით ის გზის ფართს რვაჯერ უფრო ეფექტურად იყენებს.
განცალკევებული ზოლის მეშვეობით ტრამვაის შეუძლია გვერდი აუაროს ავტომობილთა საცობებს.
ევროპის მერების კონვენციის თანახმად 2020 წლამდე თბილისში CO2–ის ემისია 20%–ით უნდა შემცირდეს. ტრამვაი მოიხმარს ელექტრო ენერგიას და არ აბინძურებს ჰაერს.

ტრამვაი უფრო ეკონომიური ტრანსპორტია. ელექტრო ძრავის მარგი ქმედების კოეფიციენტი 2,3–ჯერ აღემატება დიზელის ძრავისას, ხოლო სარელსო ტრანსპორტის წინაღობა გზის მიმართ გაცილებით ნაკლებია საბურავებიანი ტრანსპორტის წინაღობაზე.
ტრამვაი მკაცრადაა დაფიქსირებული სავალ ნაწილზე, ამიტომ იგი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია და მას შეუძლია მაქსიმალური სიჩქარით იმოძრაოს ხიდებზე, გვირაბებსა და ვიწრო გასასვლელებში.
ტრამვაის დაბალიატაკიან ვაგონებში არ არის კიბეები და მისი იატაკი ბაქნის სიმაღლეზეა.
- მოკლე ინტერვალები გაჩერებებს შორის . ვაგონების რაოდენობის შეცვლის შესაძლებლობა".

აღნიშნული უპირატესობებიდან გამომდინარე საქართველოსთვის აუცილებელია ტრამვაის სისტემის შექმნა., სადაც ავტომობილების რაოდენობისა და მგზავრთა რაოდენობის ინტენსიური მატების გამო მაღლა დგას სატრანსპორტო პრობლემები, რომელთა გადაწყვეტისათვის საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება.
ამაში, რომ უკეთ დარწმუნდეთ იხილეთ ვიდეო ბმული






თბილისის ტრამვაის ისტორია XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება. ქალაქში ელექტროტრამვაის წინაპარი, ცხენებშებმული სარკინიგზო ტრანსპორტი, ე.წ. "კონკა" 1883 წელს გამოჩნდა. პირველი ელექტროტრამვაის მშენებლობა 1904 წელს ბელგიურმა კომპანიამ დაიწყო. ელექტროტრამვაი 1904 წლის 25 დეკემბერს ამოქმედდა. ტრამვაის ქსელის პერმანენტული შეკვეცა 1989 წელს დაიწყო, რაც 2006 წლის 4 დეკემბერს ტრამვაისა და ტროლეიბუსის ლიკვიდაციით დასრულდა.


აი ბოლო ტრამვაი, რომელიც 2006 წლამდე დადიოდა თბილისში... თუ ამას შევხედავთ, რა თქმა უნდა გაიფიქრებთ, რომ სულაც არ ყოფილა ტრანსპორტის ეს საშუალება მოსახერხებელი, სწრაფი და ეკონომიური, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ტრამვაი, რომელიც ვიდეოშია ნაჩვენებია, საკმაოდ კი არა ძალიან მოძველებულია...




სხვათაშორის ადრე თბილისიც მზადდებოდა და იწყობოდა ქართული წარმოების ტრამვაის ვაგონი. ის 1960 წელს თბილისის ტრამვაი–ტროლეიბუსების სამმართველოს რესურსებით, ტრამვაის სარემონტო დეპოში ააგეს. სულ ამ მოდელის 4 ვაგონი გამოვიდა. თბილისის იმდროინდელი მთავრობის არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკისა და ტრამვაის მიმართ აგდებული დამოკიდებულების გამო ვერ მოხერხდა აღნიშნული მოდელის ტრამვაის განვითარება და ქართული ტრამვაის წარმოების გაგრძელება. 1970–იან წლებში ოთხივე ვაგონი „თბილისი“ განადგურდა და ასევე ლიკვიდაცია განიცადა თბილისის ტრამვაის სარემონტო დეპომ, სადაც აიგო პირველი ქართული ტრამვაი.



ადრინდელი თბილისის გეგმა, თუ სად და რა მიმართულებით დადიოდა ტრამვაი



ეს კიდევ პრაღის ახალი ტრამვაი