ადამიანებს (ქალებსაც და მამაკაცებსაც) ყველა ეპოქაში სურდათ ლამაზები და ახალგაზრდები ყოფილიყვნენ. რა თქმა უნდა, კოსმეტიკამ, მისმა ფუნქციებმა, დროთა განმავლობაში ბევრჯერ განიცადა ცვლილება. სიტყვა `კოსმეტიკა~ მომდინარეობს ბერძნული ტერმინიდან `cosmo~, რაც ქართულად წესრიგის დამყარებას, მოწესრიგებას ნიშნავს. საინტერესოა ისიც, რომ დღემდე დადგენილი არაა, კონკრეტულად რომელი ქვეყანაა კოსმეტიკის სამშობლო. ამ წოდებას ზოგი ძველ ეგვიპტეს, ზოგიც ძველ საბერძნეთს ანიჭებს.
სხვათა შორის, თანამედროვე კოსმეტიკის მრავალი პროცედურა სწორედ უძველესი დროიდან იღებს სათავეს। მაგალითად, სხეულზე არასასურველი თმების მოსაცილებლად კოსმეტიკურ სალონებში ამჟამადაც იყენებენ ე.წ. `შუგარინგის~ მეთოდს, რომელსაც შაქრის ეპილაციასაც უწოდებენ. ძველადაც არსებობდა მსგავსი პროცედურა: გამომწვარ შაქარს ან შაქრის პასტას უმატებდნენ ლიმნის წვენს და ისვამდნენ კანზე. მიღებული ეფექტი ძალიან ჰგავდა დღეს არსებულ შედეგებს.



უძველესი დროიდან, დიდი ყურადღება ეთმობოდა დეკორატიულ კოსმეტიკასაც. ძველ ეგვიპტეში უდიდეს სირცხვილად ითვლებოდა, თუ ადამიანი ხალხში შეღებვის გარეშე გავიდოდა. ეგვიპტურ მაკიაჟში განსაკუთრებული ყურადღება თვალებს ექცეოდა: თვალებზე სპეციალური ჩხირით და სქელი შავი სითხის მეშვეობით, კონტურს იკეთებდნენ. ამავე მიზნით საუკუნეების მანძილზე მწვანე ფხვნილსაც იყენებდნენ. სახისთვის ტონალობის მისაცემად ხმარობდნენ ყვითელ და წითელ ჟანგმიწას.
დღევანდელი კოსმეტიკური ფირმების უმრავლესობა მოქმედებს ერთი პრინციპით: იყოს თქვენი კანი მომხიბვლელი ერთი ,,დღევანდელი'' დღით. თუმცა რა თქმა უნდა ეს ყველას არ ეხება, მაგრამ ასეთი კოსმეტიკის ფასი შედარებით უფრო მაღალია.














აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებობდა გათხოვებისთვის საცოლეების მომზადების მრავალი ხერხი: მთელი წლის განმავლობაში ქალიშვილს კანში უზილავდნენ არომატულ ზეთებს და ამით თავიდან იცილებდნენ არასასიამოვნო სუნის გავრცელებას. ძველი ბერძნები და რომაელები _ ამასთან, მიაქციეთ ყურადღება, მამაკაცები_იღლიაში იდებდნენ პატარა ტომრებს არომატული ბალახებით. ეს ბალახები, რა თქმა უნდა, მიზეზს ვერ აღმოფხვრიდნენ, მხოლოდ არასასიამოვნო სუნს ფარავდნენ. დღეს უკბე ყველაზე კარგი საშუალება ანტიპერსპირანტებია.
ანტიპერსპირანტებიდან ძირითად, კი არა თითქმის ყოვეთვის ამათ ვიყენებ, სხვადასხვა არომატით। ადრე არ მიყვარდა ტკბილი სუნის მქონე დეზოდორანტები, თუმცა ამ ბოლო დროს მათაც სიამოვნებით ვყიდულობ, რეკომენდაციას ვუწევ დავის ანტიპერსპირანტს, რომელსაც სურათზე ხედავთ.






რაც შეეხება ივროშეს, მართალი გითხრათ ამ ფირმამ ამ ბოლო დროს რაღაც იმედები გამიცრუა, ვცდილობ ნაკლებად ვიყიდო მათაგნ რაიმე კოსმეტიკური საშუალებები, აი მაგალითად სურათზე ხედავთ სახის გამწმენდს, ტანის კრემს, ტუჩის საცხს და ფრჩხილების ლაქს. მათაგნ რეკომენდაცია შემიძლია მხოლოდ ტუჩის საცხს გავუწიო, რომელიც მარწყვის არომატითაა და ნორმალური ხანგრძლივობით ჩერდება ტუჩებზე. რაც შეეხება ფრჩხილების ლაქს – მე შავი ფერის შევიძინე, დაახლოებით 12 ევროდ, თუმცა წასმიდან მეორე დღეს ლაქი ფრჩხილებიდან გადადის. ასე, რომ არ გირჩევთ მის ყიდვას. რაც შეეხება ტანის კრემს და სახის გამწმენდს, ივროში დიდად არც მათი შექმნისას გაისარჯა, როგორც ჩანს, ყოველშემთხვევაში სახის გამწმენდს არა აქვს კარგი ეფექტი.


რაც შეეხება თვალის ფანქარს და თვალის ტუშს... თვალის ფანქარი და მე განუყრელები ვართ, თითქმის ყოველთვის ვიყენებ მას და იშვიათად წარმომიდგენია თავი მის გარეშე, აი ტუშს კი ძალაინ იშვიათად ვხმარობ, თუ დამიჯერებთ შეიძლება წელიწადში მაქსიმუმ 5–ჯერ წავისვა. ხარისხი აქაც მნიშვნელოვანი, თვალის ალერგიისაგან ასაცილებლად.
გახსოვდეთ: თვალის ტუშის ვადა საშუალოდ 3-თვიდან 1,5 წლამდეა. როგორც კი სითხე დაიწყებს გამყარებას, უმჯობესია ის აღარ გამოვიყენოთ.



რაც შეეხება ფრჩხილების ლაქს. თითქმის ყოვეთვის მისვია და იშვიათად ვასვენებ ფრჩხილებს მისგან. ადრე შედარებიტ ღია ფერებს ვიყენებდი, ზამთარში წითელი ფერის ლაქი დომინირებდა, ახლა კი რატომღაც შავი და ღია სალათისფერი ამოვიჩემე, რაც ვაკოს გაბრაზება/გაღიზიანებასაც იწვევს :)))



ეს კიდევ ფეხის თითების ბალიშები და გალამაზების საშუალებები, H&M-ისგან
კარგია და ვუწევ რეკომენდაციას





თვალის ჩრდილებს და საღებავებს რაც შეეხება, მათაც თვალის ტუშის მსგავსად იშვიათად ვიყენებ,თუმცა ძალიან მოწმონს როცა გოგონებს კარგად შერჩეული ჩრდილები აქვთ, ხოლმე... სამწუხაროდ მე არ შემიძლია კარგი ე.წ ჩრდილების გაკეთება, ამიტომაც ძირითადად ისინი ჩემს კოსმეტიკაში ყოვეთვის უკანა ადგილზე არიან:)





და ბოლოს თმის მოვლის საშუალებები...




ერთი შეხედვით შესაძლოა, თქვენი თმა ჯანმრთელად და ლამაზად გამოიყურებოდეს, მაგრამ შეიძლება მრავალი პრობლემა გქონდეთ მოსაგვარებელი – დარღვეულია თმის სტრუქტურა, გაყოფილია თმის ბოლოები, თმა მშრალი და მტვრევადია, დაკარგული აქვს ტენიანობა და დრეკადობა და ა. რაც შეეხება თმის ყველაზე დიდ მტერს – ფენს, მე მას საერთოდ არ ვხმარობ, აი მაგალითად უკვე მერვე თვეა რაც აქ ვარ და ერთხელაც არ გამომიყენებია, ამიტომაც თმები ძალიან რბილია და შემიძლია ვთქვა ჯანსაღადაც გამოიყურება, მაგრამ თუ მაინც მისი აქტიური მომხმარებლები ხართ დაიმახოსვრეთ: ფენი უნდა ჩართოთ საშუალო სიმხურვალეზე და თმიდან 25-30 სმ-ის დაშორებით დაიკავოთ. აუცილებლად დაარეგულირეთ ფენის ტემპერატურის რეჟიმი, რადგან ძალიან ცხელი ორთქლი გამოაშრობს და მტვრევადს გახდის თმის ღეროებს. ერთ ადგილზეც ნუ გაიჩერებთ დიდხანს. თუკი სქელი და უხეში თმა გაქვთ, ეცადეთ არ გაიშროთ ფენით. სჯობს, თუ დრო გაქვთ, იაროთ სველი თმით, სანამ თვითონ არ შეშრება და მხოლოდ შემდეგ მოიყვანოთ იგი სასურველ ფორმაზე.

თმების მშრალად შენარჩუნებისთვის შხაპის მიღების დროს, ეცადეთ გამოიყენოთ თმის ერთჯერადი ქუდები (წესით ერთჯერადია, თუმცა მე მას "მინიმუმ ათჯერადს" დავარქმევდი)


მათ, ვისაც თხელი და ურჩი თმა აქვთ, აუცილებლად უნდა იხმარონ მუსი, რათა მოცულობა შემატოს მას, ამასთან თმა დიდხანს ინარჩუნებს სისველეს, რაც მას ბზინვარებას ანიჭებს; თხელი თმა არ საჭიროებს ბალზამს.
დღეს სულ ეს იყო... მომავალ პოსტამდე