დღეს მორიგი დღე იყო ჩემი უმისამართოდ სიარულის...
აქ ისე თბილა, ისე ანათებს მზე და მავსებს ენერგიით, რომ შემიძლია დღეები არ მეძინოს და უამრავი ასეთი დღე მოვუწყო საკუთარ თავს...
მაინც როგორ ლაღად ცხოვრობენ აქ... ვიცი ჩემი ბევრი მეგობარი გამიბრაზდება ამ სიტყვაზე, რადგან სად ჩეხები და სად სილაღეო იტყვიან, მაგრამ მე სულ სხვა რამ მინდა ვთქვა...
მართალია თავაზიანი ინგლისელებივით ქუჩაში არავინ არ გიღიმის და თავს არ გიკრავს, მაგრამ არც არავინ გაგიბრაზდება თუ შემთხვევით მხარი გაჰკარი მის მეგობარ გოგონას, ან ტრამვაიში უეცრად დააბიჯე ფეხი, ან ვინმეს თვალი გააყოლე. საქართველოში ამ დროს "უბრალოდ ეკეტებათ" და ეს შენი მართლაც და უწყინარი საქციელი შეიძლება გარჩევის საგანიც კი გახდეს,ან მინიმუმ ისეთი სახით და თვალებით შემოგხედონ, რომ შეურაცყოფაზე უარესიც კი იყოს...

არ ვიცი, ზოგჯერ ვფიქრობ რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ ბევრი კონფლიქტური სიტუაცია მექნება, ან მომიწევს ბევრი ასეთი საქციელის არ დანახვა/არ შემჩნევა...

.....

ვაგრძელებ აქაურ ამბებს: ))) დღეს საოცრად ბევრი ვიარე, მგონი ნამზეურიც დამეტყო სახეზე, მაგრამ არც თუ ისე უშედეგოდ.... ძალიან, ძალიან კარგი სურსათის მაღაზია ვიპოვე... ამ მაღაზიაში ძალიან ხშირად ეწყობა თურმე აქციები და კონკრეტული კომპანიები კლიენტების მოზიდვის მიზნით საოცარ ფასად ყიდიან ზოგიერთ ფროდუქტს... აი მაგალითად ინგლისური ჩაი, რომელიც ადრე 6–7 ევრომდე ღირდა, 1 ევროდ შევიძინე...

მაიონეზი, რომლის ფასიც 2–3 ევრომდეა, მე სულ რაღაც 20 თეთრად ვიყიდე და ბოლოს ბონუსის სახისთ ორცხობილასთვის საჭირო ფქვილი, რომელშიც გარეულია ვანილი, შაქარი და კიდევ რაღაც "გემრიელობებ'ი, რომლებიც ვერ ამოვიკითხე, მოკლედ ორცხობილას ამ დღეებში გავაკეთებ და გეტყვით, როგორი იყო : )))


სასიამოვნო და გემრიელ საღამოს გისურვებთ...