ვის არ გაგჩენიათ ასეთ მაღაზიებში სიარულის და უამრავი ძველი ნივთების ქექვის სურვილი...
დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანს...
ჩემდა საბედნიეროდ, ჩეხეთში ისინი უხვადაა... მე თითქმის ყველა მათგანში ვარ ნამყოფი, ამ ხნის განმავლობაში ვნახე უამრავი საინტერესო ნივთი, თუმცა მათგან ძალიან ცოტა მაქვს შენაძენი (ოოხ ეს სტუდენტური ცხოვრება)...

დღეს, მაგალითად ერთ–ერთი გოგონას დღიურს წავაწყდი, რომელიც 1900–იანი წლებისაა, ყვითელი ფურცლებით და საოცარი ნახატებით სავსე... სამწუხაროდ ჩეხური ენა არ ვიცი, ამიტომ ვერ მივხვდი რა ეწერა მათზე, მაგრამ მაინც ვაპირებ მის ყიდვას... გიზიარებთ ჩემს ერთ დღეს ამ მაღაზიებში, რომელსაც "ძველმანების სახლს " ვეძახი... და ჩემს ძალიან, ძალიან ლამაზ შენაძენს, რომელიც არც ისე ძვირი ღირდა და თავიდანვე მიმიზიდა ორიგინალურობით, დაახლოებით 1950–ან წლებშია დამზადებული, ჩარჩო რომელც თან ახლავს რკინისაა და ხელნაკეთია.. მოკლედ ძალინა მომწონს და უკვე ვიცი სადაც მოვუძებნი ადგილს

























ჩემი "ძველმანების სახლი" :))