არის დღეები, როცა საჭმლის დანახვაც კი არ გინდა...სამაგიეროდ სურვილი გაქვს ტკბილეულობა ჭამო განუსაზღვრელი რაოდენობით, ამ დროს ძნელია იფიქრო ზედმეტ კილოგრამებზე და კალორიებზე... დღეს მაღზიაში ჩავედი, რომ რაიმე კერძი მომეზადებინა, მაგრამ როცა სახლში ამოვედი ჩემი პროდუქტებით დატვირთული, რა თქმა უნდა მხოლოდ ტკბილეულობა მქონდა შეძენილი...
ჩემი დღის ბედნიერება...


ბოლოსთვის, რამოდენიმე ცალი მარწყვი მოვიტოვე და სახის ნიღაბიც კი გავიკეთე,ის კარგად კვებავს და ახალისებს კანს. ნიღბიანი სურათების დადებასაც აქ არ ვაპირებ : )))
ნიღაბი მზადდება შემდეგნაირად: კარგად დასრისეთ რამდენიმე ცალი მარწყვის ნაყოფი და მიღებული მარწყვის ფაფა წაისვით სახეზე, როგორც კი პირველი ფენა გაშრება, დაიდეთ მეორე, შემდეგ_ მესამე. გაიჩერეთ მასა 15–2– წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ კი ცივი წყლით. გაიკეთეთ კვირაში ორჯერ.
მას აქვს კანის გამწმენდი, ანტისეპტიკური და შემკვრელი თვისება.