დაბრუნება

Posted on 1:56 AM

ჩემს ცხოვრებაში უკვე ბევრი რამ შეიცვალა :)

ბლოგის ბოლო პოსტიდან ბევრი დღე გავიდა... ისევ განახლებაზე ვფიქრობ.

ბლოგის მთავარი გმირი უკვე სესილია იქნება.























აი ისიც, 6 თვისაა და საოცრად თბილი გოგოა, მზესავით ანათებს და ათბობს ირგვლივ ყველაფერს.




ჩაის დროა

Posted on 4:48 PM



ცნობილია, რომ წყლის შემდეგ , ჩაი მეორე ყველაზე მოხმარებადი სასმელია მთელ მსოფლიოში და თან ჯამრთელობისთვის ძალიან სასარგებლო.

თუ ისტორიას დავუჯერებთ ჩაი წარმოიშვა ჩინეთში , დაახლოებით 5000 წლის წინ. ევროპაში კი მხოლოდ XVI საუკუნეში შემოვიდა. რაც შეეხება საქართელოსა და ინდოეთს მათი გავრცელება თითქმის ერთორილად მოხდა. თუმცა საქართველოში ბუჩქები ცოტა ადრე დარგეს, ვიდრე ინდოეთში, მიუხედავად ამისა, ინდური ჩაი უფრო განვითარდა, რადგან იგი ინგლისელების ხელთ იყო. საქართველოს ჩაის პლანტაციები კი, ძირითადად, რუსეთს ეკუთვნოდა და სერიოზულ კულტურად მის ქცევაზე არავის უფიქრია, შესაბამისად, არც მაღალი ხარისხის ჩაის მიღებაზე იყვნენ ორიენტირებულები.
დღეს უკვე თითქმის ყველა სახეობის ჩაი არსებობს: შავი , მწვანე , თეთრი , წითელი , მცენარეული.
მე თითქმის ყველა მათგანი მაქვს სახლში, რადგან ჩაის დიდი მოყვარული ვარ. განსკაუთრებით კი ეს ჩეხეთში ყოფნის დროს მიხვდვი, როცა თურქულ ყავას გადავეჩვიე :)
მოკლედ ეს ჩემი ჩაის მოკრძალებული კოლექციაა





როგორც ხედავთ უმრავლესობა მათგანი არომატიზირებულია. სხვათაშორის ჩაის არომატიზება ინგლისელების მოფიქრებულია. ვაჭრებს ჩაი ინდოეთიდან ინგლისში გემებით მიჰქონდათ, გემებში კი ნესტი იყო და ჩაი ფუჭდებოდა. გაფუჭებული ჩაის გემო რომ დაეფარათ, დაიწყეს ჩაის არომატიზება პერგამოტით. მერე თანდათან სხვადასხვა არომატების ხმარებაც დაიწყეს.ჩინეთში ამას არ აკეთებენ. რადგან ყველა ჩაის დამოუკიდებელი „ხასიათი“ და გემო აქვს და მათი არევა არ შეიძლება. ასევე არ აკეთებდნენ არომატიზაციას, მხოლოდ ბუნებრივად – მწვანე ჩაის ჟასმინითა და შავი ჩაის ვარდით.
ამ სურათზე ხედავტ მწვანე ჩაის და ფორთოხლის ჩაის, სიმართლე გითხრათ არც ერთი მათგანი არ არის გემოთი გემრიელი, მაგრამ ზამთრის ცივ დღეებში შემჩვლელი არ ჰყავთ: )



მწვანე ჩაი – მსუბუქი , ბალახოვანი მწვანე ჩაი მდიდარია ანტიოქსიდანტებით , მისი მოხმარებით ძლიერდება იმუნური სისტემა , ასევე ძლიერდება კბილები და ძვლები



ეს კიდევ უგემრიელესი ჟოლოს და კენკრას ჩაია, ჩემი ფავორიტი ჩაის სამეულში შედის:)







სიმართლე გითხათ, როცა ამ ჩაის ვყიდულობდი მეგონა რომ საშინელი გემო ექნებოდა, რადგან მსხლის არც წვენი მიყვარს და არც ლიმონათი, მაგრამ სულ ტყუილად...უგემრილესიაა, უგემრიელესიი... უკვე ძალიან ხშირად ვყიდულობ და იშვიათად თუ დააკლდება ჩემს კოლექციას :)



ეს კიდევ ჭეშმარიტად ზამთრის ჩაია, თაფლის და მუკატის არომატით... თაფლის ჩაი არ მომეწონა, ამიტომ მთლად კარგ რეკომენდაციას ვერ გავუწევ




ვარდკაჭკაჭს უუგემრიელესი ჩაიიი... უუუგემრიელესიი



გარგარის არომათი...რატომღაც ვფიქრობდი, რომ ძალიან გემრიელი უნდა ყოფილიყო, თუმცა სუნმა შეიძლება მოგატყუოთ... აი როცაა დააყენებთ ძალაინ გემრიელი სუნი დგება მთელ ოთახში, თუმცა გემოთი არც ისე კარგია



და ჩემთვის ნომერ პირველი არომატიზირებული ჩაი – ალუბალი... უფ, უფ, უფ ძალაინ გემრიელია..





გამიხარდება თუ ყავაზე უარს ვიტყვით და ჩაის კულტურას დავამკვიდრებთ საქართველოში :)

დრო

Posted on 12:55 PM



თითქმის ყველა წავიდა... გუშინ კიდევ ერთი გავაცილეთ... მეც მინდა სახლში, მაგრამ ბოლო დღეებია ერთი და იგივე სიზმარს ვხედავ თითქმის... საქართველოშ ვარ, ვზივარ ჩემს ოთახში და მახსნდება აქაური დღეები, მახსენდება როგორ ვზივარ ჩემს ოთახში და ვკითხულობ წიგნს, ვსვამ ჩაის... და როცა ვიღვიძებ, ვხვდები რომ მომენატრება აქაურობა... ეს ოთახიც ხომ ჩემი გახდა, თითქმის მეორე წელია რაც აქ ვცხოვრობ, აქ ვიძინებ, ვიღვიძებ, მიხარია,მეშინია და კიდევ სხვა ასეთი ასეთი რამ... ბოლო დღეებში ხშირად ვსაუბრობდით ბავშვები ამ თემაზე, თითქმის ერთნაირი დამოკიდებულება გვქონდა ყველას... არადა სახლში იმდენი კარგი ემოციები მელოდება, ადამინები, რომელთა გარეშეც სიცოცხლე ვერ წარმოგიდგენია... ქალაქი, რომელიც ასე ძალიან მიყვარს...მაგრამ იცი რომ იქ ყოვეთვის დაბრუნდები... აქ კიდევ ძნელია წარმოდგენა დაბრუნდები თუ არა, ადამინები რომელთან ერთადაც თითქმის ორი წელი გაატარე ბუნებრივია აღარ დაგხვდებიან...

მოკლედ მალე სახლში ვიქნები და ძალიან მიხარია ეს ამბავი, ჩემოდნებს როგორც წესი ორი კვირით ადრე ვალაგებ, მაგრამ ბოლო წუთმდე არ მაქვს ბარგი მოწესრიგებული: )))
ჩვენს საერთო საცხოვრებელში ყოვედღე გაცილების საღამოები იმართება, აი რამოდენიმე მათგანიც: )))


























ნივთები ჩემს ოთახში

Posted on 12:09 PM


თითქმის ორი კვირაა რაც ახალ ოთახში გადავედი... ისევ ისეთ ლამაზ და მყუდრო ოთახში...
დამღლელი კი აღმოჩნდა ნივთების ჩალაგება, გადაზიდვა და შემდეგ ისევ ამოლაგება, მაგრამ ასე უკეთესია... ახალ ოთახში აღრც საშინაო დავალებებია, აღარც გამოცდები :)

ეს სურათი ახალ წელს ვიყიდე და ვფიქრობ, როგორ წამოვიღო სახლში, რადგან ძალიან, ძალიან ბევრი ნივთები დამიგროვდა...





ეს სასანთლე ძალიან მიყვარს... ახალ წელს შევიძინე...



ეს სურნელოვანი ჩხირები ჩემმა მეგობარმა ჩამომიტანა ტაილანდიიდან...



გემრიელი კალენდარი :)) რატომ გემრიელი? იმიტომ, რომ უგემრიელესი ნამცხვრებით, ტორტებით და ტკბილეულობებითაა გაფორმებული გვერდები + ახლავს თითოეული მათგანის მომზადების რეცეპტები:))



სურნელოვანი სანთლები... განსაკუთრებით მომწონს შოკოლადის და ფორთოხლის არომატი...



ეს კიდევ ძალიან ორიგინალური საყვავილე, რომელსაც ფერადი და მსუქანა მამალი დარაჯობს:)



ულამაზესი ყვავილები, რომლებიც საოცრად აცოცხლებენ და აფერადებენ ოთახს...



წიგნაკი, რომელშიც ჩემთვის საინტერესო რაღცეებს ვინიშნავ...



აი ერთ–ერთი გვერდიც...



აი ეს წიგნაკი, კი ჩემი აქ ჩამოსვლის პირველივე წლიდან მაქვს... მასში არაფერს არ ვწერ, მხოლოდ ვაწებებ და ვაკრავ: ) აქ ნახავთ ყველაფერს: ჩემი აქ მგზავრობის პირველ ბილეთს, ტელეფონის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს... მოკლედ ძალიან ბევრ რამეს:)



აი ერთ–ერთი გვერდიც ... ეს ის რესტორანია, სადაც პირველად გავსინჯე ჩეხური ნაციონალური კერძი და ლუდიც



აქ ჩაკრული მაქვს ვენაში მგზავრობის ბილეთები, კაფეში აღებული ქვითარი სადაც უგემრიელესი ღვეძელები ვჭამეთ, ატრაქციონის ბილეთი (ამერიკული მთების, რომელზეც 4–ჯერ დავჯექი ზედიზედ და ადრენალიმა ცამდე ააღწია:))



ეს გვერდი კიდევ რომში მოგზაურობას ეძღვნება





ეს კიდევ ფოტოები სამუშაო მაგიდასთან:)



სულ ეს იყო:) მომავალ პოსტამდე:)

გასეირნება

Posted on 1:01 PM



როგორ მიყვარს ეს ქალაქი ზაფხულის დღეებში...



ეს ქალაქის მთავარი მოედანია, ამ ადგილას თურმე ეკლესია ყოფილა ძველად, ამიტომ სულ რამოდენიმე დღის წინ მიმსგავსებული მაკეტი დადგეს და ულამაზესი ყვავილებით მორთეს.





მოხუცები...



ეს უცნაური შავი კონსტრუქცია საათია:)



სულ მალე აქ ტრამვაი ჩამოივლის:P



როგორ მიყვარს ყვავილებიანი ფანჯრები



მინდა... ქალაქში თუ არა ჩემს ქუჩაზე მაინც იყოს:)



ჩემი უნივერსიტეტიც ჩანს:)



ტრამვაი<3




ხედი ჩემი აივნიდან...