თითქმის ყველა წავიდა... გუშინ კიდევ ერთი გავაცილეთ... მეც მინდა სახლში, მაგრამ ბოლო დღეებია ერთი და იგივე სიზმარს ვხედავ თითქმის... საქართველოშ ვარ, ვზივარ ჩემს ოთახში და მახსნდება აქაური დღეები, მახსენდება როგორ ვზივარ ჩემს ოთახში და ვკითხულობ წიგნს, ვსვამ ჩაის... და როცა ვიღვიძებ, ვხვდები რომ მომენატრება აქაურობა... ეს ოთახიც ხომ ჩემი გახდა, თითქმის მეორე წელია რაც აქ ვცხოვრობ, აქ ვიძინებ, ვიღვიძებ, მიხარია,მეშინია და კიდევ სხვა ასეთი ასეთი რამ... ბოლო დღეებში ხშირად ვსაუბრობდით ბავშვები ამ თემაზე, თითქმის ერთნაირი დამოკიდებულება გვქონდა ყველას... არადა სახლში იმდენი კარგი ემოციები მელოდება, ადამინები, რომელთა გარეშეც სიცოცხლე ვერ წარმოგიდგენია... ქალაქი, რომელიც ასე ძალიან მიყვარს...მაგრამ იცი რომ იქ ყოვეთვის დაბრუნდები... აქ კიდევ ძნელია წარმოდგენა დაბრუნდები თუ არა, ადამინები რომელთან ერთადაც თითქმის ორი წელი გაატარე ბუნებრივია აღარ დაგხვდებიან...

მოკლედ მალე სახლში ვიქნები და ძალიან მიხარია ეს ამბავი, ჩემოდნებს როგორც წესი ორი კვირით ადრე ვალაგებ, მაგრამ ბოლო წუთმდე არ მაქვს ბარგი მოწესრიგებული: )))
ჩვენს საერთო საცხოვრებელში ყოვედღე გაცილების საღამოები იმართება, აი რამოდენიმე მათგანიც: )))