თითქმის ორი კვირაა რაც ახალ ოთახში გადავედი... ისევ ისეთ ლამაზ და მყუდრო ოთახში...
დამღლელი კი აღმოჩნდა ნივთების ჩალაგება, გადაზიდვა და შემდეგ ისევ ამოლაგება, მაგრამ ასე უკეთესია... ახალ ოთახში აღრც საშინაო დავალებებია, აღარც გამოცდები :)

ეს სურათი ახალ წელს ვიყიდე და ვფიქრობ, როგორ წამოვიღო სახლში, რადგან ძალიან, ძალიან ბევრი ნივთები დამიგროვდა...





ეს სასანთლე ძალიან მიყვარს... ახალ წელს შევიძინე...



ეს სურნელოვანი ჩხირები ჩემმა მეგობარმა ჩამომიტანა ტაილანდიიდან...



გემრიელი კალენდარი :)) რატომ გემრიელი? იმიტომ, რომ უგემრიელესი ნამცხვრებით, ტორტებით და ტკბილეულობებითაა გაფორმებული გვერდები + ახლავს თითოეული მათგანის მომზადების რეცეპტები:))



სურნელოვანი სანთლები... განსაკუთრებით მომწონს შოკოლადის და ფორთოხლის არომატი...



ეს კიდევ ძალიან ორიგინალური საყვავილე, რომელსაც ფერადი და მსუქანა მამალი დარაჯობს:)



ულამაზესი ყვავილები, რომლებიც საოცრად აცოცხლებენ და აფერადებენ ოთახს...



წიგნაკი, რომელშიც ჩემთვის საინტერესო რაღცეებს ვინიშნავ...



აი ერთ–ერთი გვერდიც...



აი ეს წიგნაკი, კი ჩემი აქ ჩამოსვლის პირველივე წლიდან მაქვს... მასში არაფერს არ ვწერ, მხოლოდ ვაწებებ და ვაკრავ: ) აქ ნახავთ ყველაფერს: ჩემი აქ მგზავრობის პირველ ბილეთს, ტელეფონის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს... მოკლედ ძალიან ბევრ რამეს:)



აი ერთ–ერთი გვერდიც ... ეს ის რესტორანია, სადაც პირველად გავსინჯე ჩეხური ნაციონალური კერძი და ლუდიც



აქ ჩაკრული მაქვს ვენაში მგზავრობის ბილეთები, კაფეში აღებული ქვითარი სადაც უგემრიელესი ღვეძელები ვჭამეთ, ატრაქციონის ბილეთი (ამერიკული მთების, რომელზეც 4–ჯერ დავჯექი ზედიზედ და ადრენალიმა ცამდე ააღწია:))



ეს გვერდი კიდევ რომში მოგზაურობას ეძღვნება





ეს კიდევ ფოტოები სამუშაო მაგიდასთან:)



სულ ეს იყო:) მომავალ პოსტამდე:)