დღეს 9 ოქტომბერია და დღეს ჩემს მამიკოს დაბადების დღე აქვს
რა უნდა ვთქვა არც ვიცი...
სამაგიეროდ ვიცი, რომ ადამიანი ყველაზე დიდი განძია, რაც შეიძლება გაგაჩნდეს..
ბავშვობაში ვთვლიდი, რომ მე მეფის ასული ვიყავი და ვიყავი კიდეც…


მამაჩემი-ადამიანი, რომელმაც გამიხანგრძლივა ბავშვობა..
მასწავლა რომ ტკივილებს, პასუხიმგებლობას, ჩემზე სუსტ ადამიანებს არ უნდა გავექცე...
ვიცი, რომ მარტო ვარ და თან არც ვარ მარტო..
ვიცი, რომ შეიძლება შეცდომები დავუშვა, მაგრამ საკუთარი თავი არ უნდა შევიძულო და არც სხვისი შეცდომები უნდა აღვიქვა ტრაგედიად..
ვიცი, რომ არ უნდა დავცინო არავის,
ვიცი კიდევ ბევრი და ეს ყველაფერი მამაჩემისგან...
მითხრა რომ ცხოვრებას ძალა უნდა, ძალა და ნებისყოფა რომელიც ყველა ადამიანს აქვს… მხოლოდ უნდა აღმოაჩინო ის საკუთარ თავში

ადრე მე დავყვებოდი მამას ყველგან, ახლა ვიცი, ის დამყვება... .. აგარაკზე, ჩვენს სახლთან ტყე ძალიან ახლოს იყო და ხშირად გავდიოდით პიკნიკზე…წავიღებდით პლედს და უამრავ საინტერესო ისტორიებს ვისმენდით მე და ჩემი დაიკო მშობლებისგან… მამაჩემი პირველი იყო ვინც მესამე კლასელ ბავშვს “ტომ სოიერის თავგადასავალი წამაკითხა” და მერე ტყეში ვითომ შემთხვევით გზა არეულებს მცირე თავგადასავალი ჩვენც მოგვიწყო..ტომ სოიერზე ნაკლები რითი ვართო…: ))) მამაჩემი არასდროს კლავდა ჩემში სილაღეს დაბავშვურობას… და როცა აგარაკზე წასულებმა, ჩემს ბიძაშვილებთან ერთად გადავწყვიტეთ კონცერტი მოგვწეყო, მამაჩემმა იცით რა გააკეთა..უამრავ ფურცლებზე განცხადებები დაწერა და სოფლის ყველა ხეზე გააკრა…გაამართლა კიდეც ლამის მეზობელი სოფლიდან გადმოვიდნენ კონცერტის საყურებლად… მე მამაჩემთან ერთად ვთამაშობდი ფეხბურთს, რომ ვიხსენებ ლამის ცრემლები მომდის…წარმოგიდგენით თორმეტ კაცს შორის მორბენალი პატარა ბავშვი...



"თქვენ არ იცნობთ მამაჩემს?
არა?
როგორ? მამას ყველა იცნობს...."
მამას ყველა იცნობს...სულ ყველა..

მამა მუხის ხეა
და არც ისე ხანდაზმული,
მას ფხიზლად ძინავს ზამთარში
და გაზაფხულზე პირველივე სითბო აღვიძებს.
ხოლო ზაფხულში, როცა ჩვენკენ უზომოდ ცხელა,
მისი ჩრდილი, მეტს თუ არა, ხუთ-ექვს ჩვენგანს ნამდვილად იტევს
და ჩვენ ეს გვყოფნის. მე, დედას, ჩემს დას ჩემს ძმას…მეტი არც ვართ...

ის ახლა შორეულ ნაოსნობაშია და სავარაუდოდო ინდოეთის ნაპირებს მიადგება მისი დიდი და თეთრი გემი
რომ შემეძლოს ყველაფერს ვეტყოდი. მამაზე.. . მიყვარს და მზესავით დიდია ჩემთვის..

მა დაბადების დღეს გილოცავ