საქართველოში ღამის ოთხი საათი ხდება…ჩემთან ჯერ კიდევ ორია..თუმცა არ მეძინება… უკვე ერთი კვირაა რაც აქ ვარ, კარგად მოვეწყვე ჩემს ახალ ოთახში, ისევ იმ საცხოვრებელში ვარ ოღონდა ერთი სართულით ზევით ანუ ეხლა მეცხრე სართულზე დავბინავდი…რაც შეეხება ჩემს რუმმეითს - ის ჩეხია, სამართლის ფაკულტეტზე სწავლობს და კვირაში რამოდენიმე დღე საკუთარ სახლში მიდის, რომელიც ჩვენი ქალაქიდან სამი საათის დაშორებით მდებარეობს, …შესაბამისად კვირაში ოთხი დღე მთელი ოთახი ჩემს გამკარგულებაშია..


ამ სემესტრში სულ 7 საგამოცდო საგანი მაქვს და ყველა ძალიან საინტერესოდ მეჩვენება. აი მათი ჩამონათვალიც:
1. International/transnational Organizations and European Politics
2. The Making of Europe (European System of States since 1648)
3. International Relations
4. European Union in European Politics since 1989
5. Radicalism in Europe
6. Making and Breaking of Central Europe
7. Nationalism and its Manifestations

ამასთანავე სადიპლომო თემისთვის მზადებაც მიწევს, ახლოვდება შუალედური გამოცდებიც და გულის აჩქარებებიც : )))

რაც შეეხება დღევანდელ დღეს... დღეს დიდი ფეხბურთის დღე იყო… საქართველო მალტას ეთამაშებოდა… გადაწყდა ფეხბურთისათვის ჩემთან გვეყურებინა… 6 საათიდან ნელ-ნელა დაიწყენ მოსვლა “ქართული სათვისტომოს” წარმომადგენლებმა, ჯერ თამარი მოვიდა, წემდეგ მამუკა სანდრო, დათუნა და ნიკოლაი, რომელიც ბულგარეთიდანაა და უბრალოდ კარგი პიროვნებაა…მოგვიანებით ძოწიკაც შემოვიერთდა... ბავშვები თერთმეტისთვის დაიშალნენ… საღამო კარგი გამოვიდა, მარტო ის რად ღირს, რომ საქართველოს გამარჯვებით დასრულდა: )))

შემდეგ კი . “ვერაფრით ვერ მიპოვნია
სიტყვა, რომელიც ახსნის ყველაფერს.”
უბრალოდ გვახსოვდეს, რომ სიტყვა ჩვენი სულის ნაწილია და ამიტომ ყოველი წარმოთქმული სიტყვა ადამიანებს ან გვფიტავს სულიერად, ან გვაძლიერებს.
უბრალოდ გული მტიკვა… ორი საათი გავიდა და სიტყვამ ვერ გამაძლიერა...