ვაშლი და მე სტუდენტური ცხოვრების ახალ ეტაპზე განუყრელები გავხდით…
ბებიას განსაკუთრებით უხარია ეს ამბავი, მასში ბევრი რკინებია ბებია და ტვინის სწრაფად მუშაობას უწყობს ხელსო.
არადა საქართველოში ხილის ამ სახეობას ნაკლებად ვჭამდი... აქ ალბათ, მართლაც ტვინის გამოფხიზლების ფუნქცია შეითვისა: )))

ამ არაჩვეულებრივი ხილის სახეობას ძალიან ბევრ დანაშაულში სდებენ ბრალს. მაგალითად: ვაშლი ეჭვმიტანილია ევას და ადამის შეცდენაში, ტროას ომის დაწყებაში, ფიფქიას მოწამვლაში, ივან-ცარევიჩის თავგადასავლებში და ა.შ. გამოთქმაც “ადამის ვაშლი” – მამაკაცის კისრის (ხორხის )წინა ნაწილზე არსებული გამობურცულობა უკავშირდება ლეგენდას ადამის გადაყლაპულ ვაშლზე.
აი მითოლოგიაში კი ვაშლი ითვლებოდა ახალგაზრდობის და უკვდავების ელექსირად, ეს ნაწილობრივ ასეცაა - დღეში 3 ვაშლის შეჭმით დაბერების პროცესი ნელდება - ირწმუნებიან დიეტელოგები (ენ რაოდენობით ვჭამ დღეში)


ვაშლს ბევრი დადებითი თვისება აქვს:

გირჩევთ მიირთვათ უზმოზე ერთი ფინჯანი ყავის ნაცვლად . ასეთ შემთხვევაში თქვენი ტვინი და ორგანიზმი უფრო სწრფად გამოფხიზლდება და ტონუსშიც იქნება.

საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით თუ თავის ტკივილის პირველი სიმპტომების დროს ვაშლს მიირთმევთ, თავის ტკივილის შეტევას თავიდან აიცილებთ.

ძილის წინ ერთი საათით ადრე, ერთი ცალი ვაშლის მირთმევა მშვიდი და უშფოთველი ძილის გარანტიაა.

თუ ფსიქოლოგებს დავუჯერებთ ვაშლის დანით გარჩევა არაჩვეულებრივი ვარჯიშია . . . ტვინისთვის!

გარდა ზემოთხსენებული სასარგებლო თვისებებისა ვაშლი შეიცვას უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, მაგალითად: მასში არსებული დიდი რაოდენობით რკინა სისხლნაკლებობისგან დაგიცავთ. თქვენ იცოდით, რომ ხილის ეს სახეობა 8-ჯერ უფრო მეტ იოდს შეიცავს ვიდრე ბანანი და 13-ჯერ უფრო მეტს ვიდრე ფორთოხალი. ის დაბალ კალორიული ხილია და სწორედ ამიტომ იდეალური საშუალებაა დიეტის დროს. თუმცა, თუ ადამიანს კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვს უმჯობესია ვაშლი მოთუშულ ვარიანტში მიიღოს, ვინაიდან ვაშლის სიმჯავემ შეიძლება კუჭის ტკივილები გამოიწვიოს.

მოკლედ იცნობდეთ და გიყვარდეთ ის