პრაღა, ჩეხეთი...
13 თებერვალი... 23:30 წუთი...ფლორენცის ავტოსადგური...
სადგურში მოწესრიგებულია მგზავრობის სისტემა, ხედავ საიდან, როდის და რომელ საათზე გადის მორიგი ავტობუსი და მკითხაობა არ გიწევს...

ცივა, ტემპერატურა სადღაც 9-10 გრადუსია...
სასურველი ავტობუსი უკვე სადგურშია, ვსხდებით და 5 წუთის შემდეგ პარიზისკენ მივემართებით…
ავტობუსი კომფორტულია, მოხერხებული, გასაშლელი სავარძლებით, უკაბელო ინტერნეტით, შტეფცელებით, ტელევიზორებით + ყურსასმენები (ყოველ 4 სავარძელზე ერთი ტელევიზორით), რადიოთი, ნებისმიერ დროს ყავის, ჩაის, ცხელი შოკოლადის უფასო მომსახურებით და რა თქმა უნდა ბიო ტუალეტით.


გერმანიის საზღვარზე პასპორტებს გვიმოწმებენ, ოღონდ ძალიან ცივილური ფორმებით, თავად ამოდიან ავოტბუსში და მძინარე მგზავრებს მორიდებით აღვიძებენ, ვაწვდი პასპორტს… ამოწმებს და უკან მიბრუნებს, დავხედე, თურმე ერთი წლის წინანდელ, უკვე ვადა გასულ ვიზისთვის დაუხედავს…ჰმმ, ახალი ერთი ფურცლის იქეთ იყო... ან დაეზარა გადაფურცვლა, ან უბრალოდ ფორმალურობაა მათთვის ეს და მეტი არაფერი…


ვაგრძელებთ გზას… მძღოლი შუქს აქრობს, რაღაც ფილმი ირთვება… ჩვენ არც ვაქცევთ ყურადღებას, ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ გაუჩერებლად… ავტობუსი კი მიდის და მიდის… მაინც როგორი დღეები იყო, ზოგჯერ მგონია რომ უბრალოდ მესიზმრა…
დილის 7 საათზე, უკვე ჩანს ქალაქები… გარეთ ვიხედები და გარემოს ვათვალიერებ. უფრო დიდ გზებზე და გაშლილ სივრცეებში გავდივართ. სულ ვაკეა, ქალაქის შესასვლელები უზარმაზარ სავაჭრო ქსელების შენობებს აქვთ დაპყრობილი...

ამიტომაც მინდოდა ავტობუსით მგზავრობა, სანამ პარიზში ჩავალთ, საშუალება მაქვს ვუყურო და დავტკბე სხვა გამავალი ქალაქებით…
როგორი მოვლილია აქ ყველაფერი…
შუადღის 2 საათია… უკვე პარიზში ვართ…