14 საათიანი მგზავრობის შემდეგ უკვე პარიზში ვიყავით…
ქვეყანაში, რომელსაც წილად ხვდა ძლევამოსილება, ბრწყინვალება და რომელამაც შექმა საუკეთესო საინჟინრო ნაგებობები…
წინასწარ მქონდა ჩამოწერილი ყველა ის ღირშესანიშნაობები, რომლებიც აუცილბელად უნდა გვენახა… სულ ცოტა 10 ერთმანეთისაგნ სრულიად განსხვავებული არქიტექტურული ნაგებობები…
მაგრამ პირველი რითაც გავოცდი ეს იყო მრავალფეროვნება, ხალხის მრავალფეროვნება და სიჭრელე… ირგვლივ გესმის საუბრები ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ და ესპანურ ენაზე… ბუნებრივიცაა, ის ხომ ძალიან, ძალიან ბევრ ემიგრანტს იტევს, მათ თავიანთი უბნებიც კი აქვთ… მაგალითად ქალაქში არის შავკანიანების გრძელი კვარტალი, არაბების უბანი, ნუ ჩინელებზე აღარაფერს ვამბობ: ))

უყურებ ამხელა სივრცეს და ხვდები, რომ ყველაფერი გიყვარს, ამ ქალაქის ისტორიაც და აწმყოც, თავისი ემიგრანტებითურთ… მეფეებიან, დედოფლებიან, მარკიზებიან, ჰუგენოტებიან, მათხოვრებიანად.
სანამ ჩამოვიდოდი, მაფთხილებდნენ პარიზი ცივი ქალაქიო, ჰმმ ალბათ კლიმატს გულისხმობდნენ, რადგან ხალხი ძალიან თბილი, სასიამოვნო და ლამაზი მომეჩვენა… გპასუხობენ ნებისმიერ კითხვაზე და მზად არიან დასახმარებლად, ჩვენ ალბათ ნამდვილი პარიზელები შეგვხვდნენ...
მიუხედავად იმისა, რომ ქუჩებს გამუდმებით ასუფთავებენ მომეჩვენა, რომ ქალაქი ძალიან ჭუჭყიანი და დაბინძურებულია... რაც ვფიქრობ ტურისტების დამსახურება უფროა, რადგან ჩვენ საფრანგეთის სხვა ქალაქშიც ვიყავით, სადაც შედარებით ნაკლები ტურისტია და მსგავსი არაფერი შეგვინიშნავს…

პირველი ნიშანი რაც მას სხვა ქალაქებისგან განასხვავებს ეს ყვავილებიანი აივნები, მანსარდები, პატარა "ბებერი" კაფეები და წვრილი ქვაფენილიანი ქუჩებია. სეირნობისას ისეთი ლამაზი აივანი ვნახე... ძალიან, ძალიან მყუდრო აივანი ყველაზე ხმაურიან უბანში… უუფ ერთი სიამოვნება იქნება, ამ აივანზე ყავის დალევა და ეიფელით ტკბობა… ფოტოც კი გადავუღე, თუმცა მისი სილამაზე ვერ აღბეჭდა: (

პარიზის ყველაზე სწრაფ და მოსახერხებელ გადამყვანად სახელდება მეტრო, რომელიც 16 ხაზისგან შედგება და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მეტროპოლიტენის სახელი აქვს. უამრავი ასასვლელი, გასასვლელი, ამოსასვლელი, მოკლედ პარიზის მეტრო ჩემთვის თავსატეხი იყო: )))

საავტობუსო ქსელი კი საკმაოდ ფართოა, რომელიც არამხოლოდ ჩვეულებრივ მარშრუტებს მოიცავს, არამედ სპეციალურ ხაზებსაც, რაც პარიზის ტურისტული ადგილების მოსანახულებლად გამოიყენება.
და რა თქმა უნდა ველოსიპედი. ართც თუ დიდი ხნის წინათ პარიზში გაჩნდა შესაძლებლობა ქალაქის ველოსიპედით მოვლისა. ქალაქის თითქმის ყველა წერტილში ავტომატიზებული ველოსადგომები არის განლაგებული. შეგიძლია დაიქირავო და ასე შემოიარო მთელი ქალაქი: )


დღეს აქ დავამთავრებ პარიზულ ისტორიებს, ხვალ უფრო საინტერესო ამბებით დავბრუნდები