ჩემი ბლოგისთვის რაღაც ვერ მოვიცალე ეს დღეები:( მაგრამ ობიექტური მიზეზი მაქვს – გამოცდები. ხოლო თავისუფალ დროს მირჩევნია ვისეირნეო ან საღამოობით გავიდე ჩემს აივანზე და მარწყვის ჩაი მივირთვა: )
ძალიან გვიან ვიძინებ, დაახლოებით დილის 6 საათზე ვაძლევ თავს უფლებას, რომ "ბალიშზე დაესვენოს თავი ჩემი" : )) რამოდენიმე დღის წინ, დილის ექვსი საათი ხდებოდა, როცა სასეირნოდ გავედი, მაშინვე ჩემს პარკს მივაშურე, ქალაქი უკვე იღვიძბედა, ზოგიერთი ძაღლს ასეირნებდა, ზოგიც სამსახურში მიდიოდა... რა საინტერესოა, საქართველოში ქალაქს 9 საათზე ღვიძავს, ისიც ზოზონით იღვიძებს... ადამიანების უმრავლესობას სამუშაო დღე 9–10 საათზე ეწყებათ, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ვწუწუნებთ, რომ დრო არ გვაქვს საკმარისად ძილისთვის და ნებივრობისთვის...

მიუხედავად უამრავი სასწავლი მასალისა, მაინც ვნახე დრო გემრიელი ნამცხვარი მიმეძღვნა საკუთარი თავისთვის... უუუგემირელესი იყო... როცა ვმეცადინეობ განუსაზღვრელი რაოდენობით ტკბილეოულობა და ყავა მჭირდება თან: )))



P.S ამ დღეებში ერთ კარგ ფილმსაც ვუყურე, რომელსაც რეკომენდაციას ვუწევ...
ისტორია მამაკაცის შესახებ, რომელიც კომიდან გამოსვლის შემდეგ აღმოაჩენს, რომ მისი პიროვნება სხვამ მიითვისა। საკუთარ ცოლსაც კი არ სჯერა მისი... და ის ცდილობს, უცნობი ტაქსის მძღოლი ქალის დახმარებით, დაამტკიცოს საკუთარი ვინაობა.



სასიამოვნო შაბათ–კვირას გისურვებთ: )