ყველაფერი სპონტანურად მოხდა... დაუგეგმავად...
პირველი შეხვედრა მხოლოდ რამოდენიმე წუთი გაგრძელდა... დაახლოვებით ორი თუ სამი...
ეს საკმარისიც იყო… უკვე ორივემ ვიცოდით მისი გაგრძელება...
“ასე არასდროს მომდომებია ბათუმში ჩამოსვლა”... და ჩამოვიდა

მერე იყო ლიტერატურული კაფე, ლაშა ბაქრაძის საღამო... უამრავი ხალხი... ერთი თავისუფალი ადგილი და "ბატონო?” "მეც ჩამოვჯდები რა შენს გვერდით?!”
ჰოდა, მას შემდეგ სულ ჩემს გვერდითაა...
მას შემდეგ მე მტკიცე და საიმედო ზურგს ვარ მიყრდნობილი...

"და რომ არ გამოგევლო იმ დღეს საია-ში, ალბათ შემდეგ ვერც შევხვდებოდით ერმანეთს არა?”
“როგორ თუ არ გამომევლო, ვიცოდი შენ იქ იყავი, მე ხომ გეძებდი და გიპოვე”.
ამ დროს ყოველთვის მის სახეს ვათვალიერებ და ვტკბები, ის არ იმჩნევს ჩემს დაჟინებულ მზერას, არც მეათიათასედ დასმულ ამ შეკითვას...
ის, ხომ ერთადერთი ვისაც ჩემი ჭირვეულობის ატანა და სულელურ კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლია...
შეუძლია ყოველდღირად აღმოაჩინოს ჩემში რაღაც ახალი, ხოლო მე კიდევ ერთხელ აღვფრთოვანდე მისით...

"იცი იმ დღეს, რომ არ მოსულიყავი ჩვენ მაინც ვიქნებოდით ერთად”
“ჰოო, როგორ?”
“მეც გეძებდი და მე გოპოვნიდი”

მე თვალდახუჭული ვანდობ მას მთელ ჩემს ვხოვრებას…