17. 6. 2011 15:12 – ეს ის დროა, როცა ბოლო გამოცდის პასუხი გავიგე...მანამდე იყო ბევრი ნერვიულობა, ფორიაქი, უძილობა... უამარავი ყავა, შოკოლადი... თუმცა სასარგებლო მხარეც ქონდა ამ ყველაფერს, 3 კილოგრამი დავკარგე და ახლა ისე მომწონს ჩემი თავი სარკეშიიი... ვსვამდი კატაბალახას ტაბლეტებს... ალბათ ყველამ იცით, რომ ის მცენარაულია და არანაირი უკუჩვენება არ გააჩნია... ვაკო კი ბრაზდებოდა, რატომ სვამ დამამშვიდებლებსო, მაგრამ როცა საკუთარი გულის ცემა მეგონა, რომ ჩემს გარდა მთელს საცხოვრებელს ესმოდა, სხვა გზა არ მრჩებოდა.......ასე არც ერთ გამოცდაზე არ მინერვიულია... არ გეგონოთ, რომ ეს მხოლოდ გამოცდების პერიოდში "გამოვცალე", თითქმის ერთი წელია რაც მაქვს :))))

უსაზღვროდ გახარებული ვარ... როცა ლექტორმა კითხვები დაარიგა, გული ისე მიცემდა, ისე ვიყავი აფორიაქებული, რომ რამოდენიმე წამი ვუყურებდი ჩემს წინ დადებულ ფურცელს და ვერ ვხედავდი, ვერ ვკითხულობდი რა ეწერა...
ეს მხოლოდ რამოდენიმე, წამი... მას შემდეგ რაც კითხვები წავიკითხე უკვე ვგრძნობდი, რომ გამოცდა ჩაბარებული მქონდა... მთელი ერთი საათი გაუჩერებლად ვწერდი, ბოლოს ხელიც მეტკინა, თითებიც... ბოლო რამოდნიმე წუთი მოვიტოვე, რომ ყველაფერი გადამეკითხა... მომეწონა ჩემი ნაწერი... ლექტორმა დამელოდე, გავასწორებ და პასუხებს დღესვე გამოვაცხადებო... ჰოლში გავედი...არ ვიცი რამდნეი წუთი გავიდა, 10, 15 შეიძლება ოციც...
როგორც იქნა დამიძახა...შევედი... გაიღიმე, კარგი ამბები მაქვსო... ხუთივე კითხვაში მაქსუმალური ქულები მქონდა მიღებული...ამასე უკვე არ ველოდი... ემოციებმა მასაც აუჩუყა ლამის გული:) დავემშვიდობეთ, წარმატებები ვუსურვეთ ერთმანეთს და ისეთი ბედნეირი გამოვედი, ახლა ვფიქრობ ოთახის კარები დავხურე თუ ღია დავუტოვე:)))
უნივერსიტეტიდან სახლში მისვლა არ მინდოდა, გასეირნება გადავწყვიტე... ქალაქი უკვე სავსეა ტურისტებით, ვუყურებდი და მეც მომინდა სადმე ტურისტად წასვლა... იმედია წავალ კიდეც...
მერე მაღზიებში შევიარე და საჩუქრები ვუყიდე ჩემს თავს :)

სტაფულოსფერი და ისევ შავი ფერის ფრჩხილის ლაქები